"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
მარტო გუნდში ვარჯიში არ შველის ევროპაში, გუნდში ვარჯიშის შემდეგაც უნდა ივარჯიშოს. 6 წლის ბავშვებს 2 სატიანი ვაჯიში აქვთ ევროპაში, 45 წუთი ფიზიკური ვარჯიში 15 წუთი ბურტან შეხება. პლიუს ამას ცალკე ავრჯიშებენ მშობლები თავის ბავშვებს. გინახიათ ჯერ ევროპასში ამდენი ქართველი ცხოვრობს და ერთი ქართველი ბავშვი ევროპის საფეხბურტო სკოლებში გაზდილა საქართველოს მთავარ ნაკრებს რომ გამოდგომოდა. საქარტველოდან ევროპასში ჩამოსულ ბავშვს არ ვგულისხმობ. სისტემა არი შესაცვლელი საქარტველოში, ბავშვებს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო ფიზიკური ვარჯიში, იკნებ ტექნიკურ ფეხბურტელს საშუალო ფეხბურტელი ჯობია ფიზიკურად კარგად მომზადებული. იქნებ კარგ ტეხნიკურ ფეხბურთელს ბრდზოლის ეშინია, საშუალოს არ ეშინია.
kaxa
kaxa
22 თებერვალი 2020 16:21
3
ეს კაცი აზრზე არაა რა ტრავმა გადაიტანა ჩაკვეტაძემ. ზუსტად ასე უნდა ნელ ნელა შეგუება და ათამაშება.
nik
22 თებერვალი 2020 16:09
25
გიო ქნქლაძის ნახევარი არ არის ეს ბიჭი და გიომ გზა გაიკვალა საქართველოდან და მერე უკვე ცოტა მისი ბრალიც იყო,მე რას ვამბობ რატომ გაახანგრძლივა კონტრაქტი,თქვე ოჯახაშენებულებო რუსეთის ჩემპიონატი უფრო მაღლა დგას ვიდრე ბელგიის და გენტი რა გუნდია.ბოლო.ბოლო აგენტების ბრალია ყველაფერი,ბელგიის ჩემპიონი ვერ ხვდება გუნდი,მწვრთვნელი კიდევ თავი მოაქვს დიდად რა დავიდია თუ დავიდსი კანადელი,მაგის საფეხბურთო ინტელექტი და ჩაკვეტაძის ერთია,ჩაკვეტაძე თამაშობს კლასიკურ ტექნიკურ ფეხბურთს და ეს დარბის უტვინოდ,მოკლედ აგენტები არ უვარგად კარგებს და რაიოლა კი ყავს არველაძეს მარა რად გინდა ძალით ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ჰოდა დავიღალედ რა ყველგან არაპროფეზიონალიზმი,ნიჭს გამოყენება უნდა მორჩა და გათავდა.
გოჩა
22 თებერვალი 2020 15:58
8
Megadavebit chakve uzlieresia. Formashi shesvlas dro unda eg unda icodet 2 _3 tve minimum kide ar velodebi mis zvel formas me piradad
ემირ
22 თებერვალი 2020 15:57
8
არასოდეს არ ვიყავი დიდი წარმოდგენის სალუქვაძეზე და ახლა ხომ საერთოდ: რას მიედმოედები, გაგნებაში არა ხარ რა, ჩაკვეტაძეს ირტიშში რა რა უნდა, ბრმა ხარ თუ მართლა აზრზე არა ხარ არაფრის, შენი მოკლე ჭკუით რადგან რომას უნდიდა ჩაკვე, ამიტომ ტრავმიანი უნდა ეთამაშებინა პირველივე წუთიდან? რომას მეპატრონეები იმ 17 წუთშიც მიხვდებოდნენ შენგან განსხვავებით, რა კლასის მოთამაშეა გიორგი, რა არ მოგწონს, მოირჩინა ტრავმა და იწყებს იმ თამაშს, რასაც მისგან მოველით, გადაახვიე ბოლო ტურის თამაში, საიდან ირბინა ჩაკვემ, სად მივიდა და საიდან ჩააწოდა საგოლე პასი, ესაა კლასი, რომლის შეფასების უნარი რომ გქონოდა, ორდაბასს არ მოუზმანებდი ჩაკვეს, ასე რომ ჩაკვდი რა.
ბმბ
22 თებერვალი 2020 15:53
27
შენნაირებს რომ უჭირავთ დღეს მიკროფონი, იმიტომაა კარგად საქმე, საქართველოს რაც სპორტული დიქტორები ჰყოლია, იმათ ფონზე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, თქვენისთანებზეა ნათქვამი.
ლევანს
22 თებერვალი 2020 19:26
3
ბოტებს დაუძახე და იმათმა დაგილაიქეს?
ბმბ
22 თებერვალი 2020 19:20
2
ყველა გამოხმაურება
100 სიმრთლეაა და რასთვის არის აგნეტი ? მოითხოვოსს რო ათამშონ მარტო ფული აღება და კლუბში გადყვანააა არა აგენტობა ))))) და მგონი ფბ გვერდზე მოწვს გენტს დედის ******** გინებაა ინგლსურ ენაზე დავწეროთ ყველამ ჩათში რომ ათამშონ ჩაკვეტაძეეეეე იქნებ დანახონ რო მარტო არაა და არვის დავჩაგვრინებთ )
გიორგი
22 თებერვალი 2020 15:48
11
სალუქვაძეს გული შესტკივა და მართალსაც ამბობს. ძირითადში თუ არ დააყენე ისე კარგი გუნდი არ იყიდის ფეხბურთელს. ამ ასაკში თუ არ ათამაშეს, მერე შეიძლება ვეღარ ითამაშოს მაღალ დონეზე და გააფუჭებენ გენტში.
gio
22 თებერვალი 2020 15:48
6
ჩაახედა სიმართლეს თვალებში სალუქვაძემ ბრიქი საზოგადოება დიდი წარმოდგენები რომ გვაქ და ყველაფერზე გადამეტებული შეხედულებები რომლებიც ღუპავს ქართვლ ერს და სპორცმენებსაც ჰალანდმა 65 გოლი გაიტანა ლამის და ბორუსიამ ხელის კანკალით გაიმეტა 20 მილიონი მისთვის და ჩაკვეტაძეს რომელსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია საკლუბო ფეხბურთში 25 მილიონს რომ გაიძახიან ჩვენი ბაქი ბუქა სპორტ ჟურნალისტები დიდი ბოდიში მარა პარიკმახელ ანდორელებთან და უდაბნოში ბედუინებთან მობურთალე ყაზახებთან გამოჩენილი რეგალიები ევროპულ ფეხბურთში არაფერს ნიშნავს ღმერთმაც ქნას ეს მასზე და მის შრომაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მისი კარიერა და 23 წლის უკვე რომ გახდება მას ტალანტს აღარავინ დაუძახებს 20 წლის არის უკვე და ეხლა უნდა გაიფურჩქნოს და თავი წარმოაჩინოს თორემ 2 წელიწაფში დაგვიანებულიც იქნება და კიდებ ერთი რუსეთის ჩემპიონატში იძირებიან ქართველი ფეხბურთელებიო და ნელგია გაცილებით უარესი აღმოჩნდა მაგ მხრივ ზარანდია ბერიძე ქვილითაია ჩაკვეტაძე დამეთანხმებით ევროპულმა ბელგიის რომელიც გაცილებით დაბალი დონის ლიგაა ვიდრე თუნდაც რუსეთის თურქეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატთან შედარებით (კლუბების ფასებს გადახედეთ) ნამდვილათ ქართველი პერსპექტიული ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა
Apolon
22 თებერვალი 2020 15:35
6
აპოლონ უდაბნოში მობურთალმა ყაზახეთმა შოტლანდიას 3-0 მოუგო,უნგრეთს ბუდპეშტში 2-0 ასე რომ ყაზახეთი ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა ნუ გიყვართ ყველაფრის გაბაიბურება.
gia jashi
22 თებერვალი 2020 22:44
4
მე ადრეც დავწერე რომ ამ ეტაპებზე ძირითადში არ ათამაშებდნენ, ალბათ არ არის ჯერ მზად 100% თორე გენტი რომლის პოლიტიკაც არის ფეხბურთელების იაფად ყიდვა და მერე ძვირად გაყიდვა ჩაკვეს ნამდვილად არ დასვამდნენ სკამზე მითუმეტეს რომ ამხელა ფასს ადებენ და იმათ მშვენივრად იციან, რომ თუ არ ათამაშებენ ვერც გაყიდიან თუ ფეხბურთელს არ ექნება შედეგები და არ იქნება სათანადო ფორმაში იმას არავინ იყიდის ,დიდი ალბათობით საჩემპიონო პლეიოფებიდან დააყენებს ძირითადში ბელგიაში საჩემპიონო პლეიოფებია მთავარი იქ წყდება რეალურად ვინ გახდება ჩემპიონი დიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვე ათამაშდება.
გიორგი ნაკაშიძე
22 თებერვალი 2020 15:27
5
კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ნახირო
temo
22 თებერვალი 2020 15:20
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული