"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
ვკითხულობ კომენტარებს და იცით რა აზრი მებადება ? ვისაც რა არ უნდა ეთქვა , კონკრეტული ერთი ადამიანია , თავისი თამახინჯებული ცხოვრების წესით , მაგრამ აი ეს ამდენი ჩაკვეტაძეზე განაწყენებული ადამიანი სად შეგროვდით ? უდაბნოში ანკარა წყაროსავით შემოიჭრა ეს ბავშვი ჩვენს რეალობაში და სიამაყის განცდა გაგვიღვიძა , მარტომ ათრია მთელი ტურნირი გუნდი რასაც ჰქვია და მისი ტალანტი არ აღიარო , რომელიც სულ უმნიშვნელო მოძრობებშიც რომ ეტყობა , რას მივაწერო ვერ ვხვდები !! რაც შეეხება სალუქცაძეს-თუ ქვეყნისთვის რამე ღირებული გინდა იმით დაიწყე ჯერ , რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარე , ვისი ფინანსები დგას საქართველოს ჩემპიონატის უკან და რეალურად ვინ წყვიტავს ქვეყანაში ფეხბურთის პოლიტიკასაც და ტრანსფერებსაც ? რომელი ქვეყნის დედაქალაქიდან იმართება ეს ყველაფერი , როცა აგურსაც ვერ გადააბრუნებ მათ უკითხავათ , ხომარ დაგავიწყდათ მთავარი სპონსორი ჩემპიონატის და დასახელება ? ეტყობა ზოგ-ზოგიერთები ვერ შეძვრნენ გიოს ტრანსფერში ფულის გასაკეთებლად და სამაგიეროს უხდიან .
ATP 16
23 თებერვალი 2020 10:45
5
ეს შეგნებულად ისაუბრა ასე უდიერად ჩაკვეზე სალუქვაძემ მაგრამ რა ბოღმა ამოძრავებდა ეგ არის საკითხავი,შეიძლება ფულიც
jiji
23 თებერვალი 2020 02:29
29
ტროლებო რამდენს გიხდიან დისლაიქების წერაში?
jiji
24 თებერვალი 2020 10:55
2
სუფთა ჩორიკანა ჟურნალისტია ეს სალუქვადძე და აზრზე არაა ფეხბურთის საერთოდ სულ უკმაყოფილოა ტიპი 10 წელია თვალს ვადევნებ მის გადაცემა იქნება თუ სტატია. ცოტა ფაქტებზე ისაუბრე რას მიედ მოედები ამხელა კაცი
Lasha
22 თებერვალი 2020 23:47
47
ღამის თორმეტ საათზე დადებულ კომენტარს ამდენი დისლაიქი?! სალუქვაძე, ბოტებზე გადასვლას გირჩევნია ეთერში სისულელეები არ ილაპარაკო, ამით ახალი არაფერი მომხდარა, უბრალოდ ისეთ პიროვნებას შეეხე, რომელიც შენზე ბევრად მეტია და საბედნიეროდ ქართველების უმრავლესობას შეძლებია მისი ტალანტის შეფასება
ბადრი
23 თებერვალი 2020 10:22
8
Iseve rogorc sxva mraval shemtxvevashi aqac qartuli variantia, cinascar gadavcyvotet rom yvelaferi kargadaa da gundebis archeva davicyet. Tumca me mjera rom giorgi chakvetatdze tavis sityvas ityvis did fexburtshi, vnaxot imedia arvcdebi
Milani
22 თებერვალი 2020 23:47
1
ნაწილობრივ ვეთანხმები სალუქვაძეს.ვეთანხმები რომ ტორუპს უნდა ჩამოცილდეს ორივე ქართველი.მაგრამ მინდა ერთ საკითხს შევეზო.სალუქვაძე და კიდევ ბევრი ქეცბაიასაც აკრიტიკებდა.ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთაო.არა და შესაძლებლობა რაც იყო იმას იყენებდა,მეტი თავს ზევით ძალა არ იყო.კარგი! ეს წარსულია.იმაზე რატომ არაფერს არ წერთ რომ 5 ქართველი ყავს ანორთოსისში.5ვე ნაკრების ფეხბურთელი.თქვენ ხვდებით ის ადამიანი რას აკეთებს საქართველოსთვის.თუ გგონიათ რომ ამ ბიჭებზე უკეთესი ფეხბურთელის ყიდვია შესაძლებლობა არ აქვს ანორთოსისს?მე ჩვენი ნაკრების ალბათ ერთერთი თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და მაპატიეთ რომ სიტყვა " უკეთესი" გამოვიყენე.მაგრამ სიტუაციას ასე სჭირდებოდა.ეს ბიჭები ყველა რონალდოს მესის ბუფონს და სხვებს მირჩევნია თუნდაც იაგლონიაში იყვნენ.გთხოვთ დავაფასოს ის საქმე რასაც თითიეული ადამიანი აკეთებს საქართველოს ნაკრებისთვის.
Picaso
22 თებერვალი 2020 23:45
8
შენ პროფესიას მიხედე ,იმედს და იმედის ფსონს რომ ვერც გაცდები ... გამომივიდა პროფესიონალი ჟურნალისტი
დათო
22 თებერვალი 2020 23:39
20
ვეცდები მოკლედ ვთქვა ჩემი აზრი ამ ყველაფერზე:) 1. გიოს ჰქონდა ძალიან მძიმე ტრავმა, რის შემდეგაც უბრუნდება თავის დონეს და თამაშიდან თამაშამდე უმატებს (ყველა თამაშს ვუყურებ და ბურთთან ყველა შეხებას:) 2. გენტი წელს შარშანდელთან შედარებით გუნდია, ბევრად ძლიერია და ბუნებრივია რომ ტრავმის მერე დაბრუნებულ გიოს გაუჭირდა ძირითადში მოხვედრა, არ ვარ იმ აზრზე რომ ტორუპი დებილია ან შეგნებულად ღუპავს, შანსი მიეცემა და თუ გამოიყენებს მისი დონის იგრიკი ძირითადში მოხვდება აუცილებლად. 3. სალუქვაძეს მაქსიმუმ კომენტატორობაში თუ დაეჯერება რამე თორემ საფეხბურთო მენეჯმენტში რაც იყო, დინამოში "დაამტკიცა". 4. "ბელგიაში გვღუპავენ" - ლეგენდაა. ოქრიაშვილი (მიუხედავად იმისა რომ ნაკრებში ჩემი საყვარელი ფეხბურთელია) და ზარანდია არ არიან შრომისმოყვარეობის საუკეთესო მაგალითები. და ბელგიაში ვინ გადაყვება ასეთებს? გიომ, რომელიც პროფესიონალია, უპრობლემოდ გაქაჩა და ბევრად მეტსაც მოახერხებს , ქვილითაიაც მეტნაკლებად თამაშობს, მისი ნიჭის შესაბამისად. 5. მთავარია გიოს ჯანმრთელობა და დანარჩენს ის მარტშიც გააკეთებს და თავის კარიერასაც ააწყობს დარწმუნებული ვარ
Valderrama
22 თებერვალი 2020 22:54
6
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო
დღევანდელი დღე
22 თებერვალი 2020 22:39
7
აქ რაცარუნდა დაწერო თუ ზდილობიანია შლიან ასე როგორ შეიძლება რადაინახეტ ასეტი ჩემ კომენტარში ისეტი რომ არგამოაქვეყნეტ ვერ გაგიგებტ ადამიანი თქვენ რა
ამაზრზენი კლუბი გენტი
22 თებერვალი 2020 21:50
1
სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ ამ ნიჭიერ ბიჭებს ერთი წესიერი აგენტი არ ყავს ბელგია დამღუპველია ჩვენი ფეხბურთელებისთვის და შაინც იქ ტენიან.ქვილითაია არია ღრმა თადარიგის ფეხბურთელი გენტისთვის ჩაკვე კარგია მაგრამ არ აძლევს მეტ სათამაშო დროს ეს დედა აფეთქებული ჯოკერივითაყავს ჩაკვეტაძე ტორუპს და თან ვერც გაამტყუნებ შედეგს დებს მეორე ადგილზეა ლიგაში ისე ჩაკვემ მეტი რა უნდა ქნას ათ თხუტმეტ წუთში.ერთი ეგაა ფორმაში შედის და იმედია ჩაჯდევა სასტავში ქვილითაიამ კი უნდა დაახვიოს მაქედან
თემური
22 თებერვალი 2020 21:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული