"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
მართლა მიკვირს გენტის მწვრთნელის 30 წლის ბენზუზს ათამაშებს და 20 წლის ჩაკვეტაძე სკამზე უზის თუ გაყიდვა უნდათ თუ არ ათამაშებენ როგორ გაყიდიან? და მეც ძალიან გამიკვირდა რომ 78 წუთზე შეუშვა სტადიონზე ერთი ტაიმი მაინც მიეცა დრო თუ ასე გაგრძელდება ჯობია რომ მართლა სეზონის ბოლოს დატოვოს კლუბი ასე მართლა დაიკარგება ეს ბიჭი ახალგაზრდა ფეხბურთელს პირველ რიგში სჭირდება სათამაშო პრაქტიკა თუ არ თამაშობს ის ვერ გაიზდება და განვითარდება.
გიორგი
22 თებერვალი 2020 15:15
7
თითქმის ერთი წლის უთამაშებელ ფეხბურთელზე საუბარი რომელიც ისეთ გუნდშია რომელმაც სეზონი მშვენივრად დაიწყო. რომელი ნორმალური მწვრთნელი დააყენებდა ეგრევე სასტავში? რეალობას ვართ აცდენილები ქართველი ბალეშიკები და ეგრევე გვინდა შედეგი. ეგ არ გამოვა ძმაო :))))
gulshematkivari
22 თებერვალი 2020 15:14
10
წადი ბიძია ტოტალიზატორს მიხედე, გაგებაში არა ხარ ფეხბურთის. მაგას მთელი ცხოვრება წინააქვს და ჯანმრთელობა სჭირდება უპირველეს ყოვლისა. იცის ტორუპმა მისი საქმე. მიტომაც არ მისცა დრო, რომ მაგ დონის თამაშში, ყველაზე მეტია დამტვრევის და მითუმეტეს ნაოპერაციები ფეხის ხელახლა დაზიანების რისკი. კარგად უნდა გაძვალდეს ის ნაოპერაციები, თან ის ანგარიშიც არაა კატასტროფა, სახლშიაქ თამაში, რატომ უნდა გაერისკა? მანამდე ჩემპიონატში მისცემს დროს კიდევ და თუ დასჭირდება სახლში მეტ დროს მისცემს რომასთან. მთავარია ნაკრებისთვის იყოს 100 პროცენტით ჯანმრთელად და აქ თქვას მთავარი სიტყვა, ხოლო თუ გავედით და მაგისი დიდი დამსახურებაც იქნება, სავარაუდოდ, მაშინ, ტორუპი კიარა, ვერაფერი ვერ დაუდგება მაგის კარგ გუნდში გადასვლას ხელს. ეს სეზონიც გავიდა თითქმის და აღარ მოუწერს ხელს კონტრაქტის გახანგრძლივებას და მაგას მსურველიც არ დააკლდება, რას უყივიხარ, თავი პროფესორი რომ გგონია, არადა ერთი თაღლითი კროკოვჩიკი ხარ ცვეულებრივი
vaso
22 თებერვალი 2020 15:13
13
ჯიგარ ვასოოო!!!!! უკვე Ძაან გამაღიზიანებელია ეს ბიჭი Თავისი ნამძინარევი ხმით და უაზრო მჭერმეტყველებით!
!!!!
22 თებერვალი 2020 18:09
4
ბავშთა ფეხბურთში პროფესიონალები რო გყავთ და ვაი ჯურნალისტები კორფციაზე და არაკფვალიფიციურობაზე რო არ წერთ და მარტო შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებთ აი ეგ არის მთავარი პრობლემა. რატო იღებენ ასე ხშირად ტრამვებს? არასწორი ვარჯიში და ყალიბდებიან ინვალიდებად . აი პრობლემაა სად არის თორე ტალანტები ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნება
aleko
22 თებერვალი 2020 15:07
3
ვინც უყურა რომასთან თამაშს ალბათ დამეთანხმება რომ გიორგი ცუდად ნამდვილად არ შემოსულა,ყოველ შემთხვევაში მოედანზე ვინც იყვნენ გენტის შემადგენლობაში მაგათზე ნაკლები არაფრით არ იყო,ჯონათან დევიდზე უფრო მწვავედ უტევდა და იხსნებოდა იმ 15 წუთის მანძილზე,ამ ბიჭს ყავს აგენტები და თვალი გაახილონ ან მოითხოვონ მეტი სათამაშო დრო ან გუნდიდან გაშვება,ასე არ შეიძლება,ყველა მწვრთნელს აქვს თავისი წიკები და ამ შემთხვევაში გენტის მწვრთნელი არაა მთლად კეთილგანწყობილი გიოს მიმართ და ეს გიოს უკლასობასთან და მის უნარეფთან არანაირ კავშირში არაა აქ უფრო ერთი ადამიანის ცოტა არა ადეკვატურ ინდივიდუალურ შეხედულებებთან გვაქ საქმე
Dato
22 თებერვალი 2020 14:56
7
ასეთი უაზრო,სულელური სტატია ვერ გავიგე რა კატეგორიის ხალხისთვის არის განკუთვნილი.პესიმისტებისთვის ალბათ.კაცმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას რომ დრო ჭირდება ეს არ იცის? ან სალუქვაძის სურათი რა საჭირო იყო,რომ სხვაში არ შეგვეშალოს?ჯერ ერთმანეთი გააკრიტიკონ და დიქტორობა ისწავლონ წესიერად.სხვების კრიტიკაში ყველა მაგარია.
უიმედობა გვაკლია?
22 თებერვალი 2020 14:49
25
ყველაზე მეტი შეცდომა მისი მხრიდან იყო 3 წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა, აშკარად ცუდი აგენტი მუშაობს...და მაგის გარდა კიდევ ვამბობ და ვიმეორებ..რა რომა, რა გერმანია...გენტის ზამენას იყიდის რომელიმე ეგეთი გუნდი??..
ცოტა რო ხედავ, რომ შეგიძლია, დადე რა ერთ წლიანი..რისი გეშინია? თუ არა და უთხარი წავალ, არ მინდა და ვსე, ან ხმა ამოიღე, პრესას დაელაპარაკე, თქვი მე თამაში მინდა, თუ არა მაშინ გადავალ უარეს გუნდში, რომ ვითამაშო ბევრი...
ჩაკვეს დონეზე ვამბობ, რათქმაუნდა ვარსკვლავი არაა, მაგრამ საშუალო დონის არის და წლოვანება პატარა, ანუ ყველა პლიუსი ხელში უჭირავს) აი ქვილითაიას მხრიდან ეგეთი მოთხოვნები არ გამოვიდოდა და ამაზე კი...და ბოლო-ბოლო ატეხე ერთი ამბავი ან მათამაშეთ ან არ მინდა წავალ...და 3 წლიანს მოაწერა,კაი რა...ნუ თუ ეხლა 100 ათასის ეგრევე( მილიონს და ეგეთ ფულს არ მისცემდნენ, არ არსებობს) და პლიუს არ ვიცი ნუ თვეში რამდენი..აი ამ ფარგლებში, ეგ თუ ის ფულია, რომ აწყობს..მაშინ სამწუხაროთ, მეტი წინ წასვლა გაუჭირდება...
gia
22 თებერვალი 2020 14:48
8
მხითარიანის ნახევარი ფეხბურთი ითამაშოს ჯერ და შემდეგ დასცინე მაგ სომეხს.
Dato
22 თებერვალი 2020 16:01
3
მხიტარიანი მიხედეთ თორემ სკამზე დაასრულებს კარიერას-)) იქნებ არარატ არმენიაში გადაიყვანოთ -)) ჩაკვეტაძე თავის თავს უთქვენოთ მოუვლის და აუცილებლად დიდ გუნდში გადავა! და აი მანდ გულის შეტევა არ დაგემართოდ-)
888
22 თებერვალი 2020 15:05
24
იქნებ იმაზე გაგვეკეთებინა აქცენტი რო თანამედროვე პროფესიონალ ფეხბურთელებს ვერ ვზრდით? შეიძლება გვყავს ტალანტები მაგრამ ისინი ვერცერთი (თითქმის ვერცერთი) ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ დონეს სამწუხაროდ
gulshematkivari
22 თებერვალი 2020 14:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული