შვედეთის თასზე თავი ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩინა.
ხარაიშვილის "გეტებორგმა" თასის პირველ ტურში სახლში "ვასტერასს" 2:0 მოუგო, ჩვენებურმა კი ამ მატჩში დუბლი შეასრულა.
თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "გეტებორგი" 29 თებერვალს სტუმრად "სოლენტუნას" შეხვდება.