
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ანორთოსისი" მოულოდნელად 0:5 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ეთნიკოსთან".
გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ჯანო ანანიძე კი სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ ნიკა კაჭარავამ შეცვალა.
"ანორთოსისი" 43 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 1 ქულითღა უსწრებს და 29 თებერვალს ლარნაკის აეკ-ს შეხვდება; იქამდე კი, 26 თებერვალს, თასის განმეორებით მატჩში "სალამინას" დაუპირისპირდება.