ქართველების ბენეფისი "გენტში" - რომასთან" მატჩშიც მათ კარგ ასპარეზობას ველით [VIDEO]

AutoSharing Option
ნავსი გატყდა - ვნახეთ ის, რასაც ველოდით

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.

მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.

მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.


26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.


მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
სათაური რომ წავიკითხე ვიფიქრე ოთხივე გოლი ქართველებმა გაიტანესთქო
ზურა
10:30 25-02-2020
2
ბენეფისი არ იცი რას ნიშნაავს?
4

სიახლეები პოპულარული