ლეგიონის უქმეები - ნაკრების შეტევა პროგრესირებს, დაცვა ჯერ ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბებში საკმაოდ ნაყოფიერ პერიოდს ატარებს. სტატისტიკურად, წინა კვირის შედეგი ვერ გავიმეორეთ, თუმცა ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი სათამაშო დროს არ უჩივის.

ავსტრია (ბუნდესლიგა) - ქართველი ნახევარმცველის "შტურმმა" "ადმირას" გასვლით შეხვედრაში 2:0 მოუგო. ოთარ კიტეიშვილმა მოედანზე 89 წუთი დაჰყო.

აზერბაიჯანი (პრემიერლიგა) - "ზირა" "კეშლასთან" 0:4 დამარცხდა. დავით ვოლკოვმა სრულად ითამაშა. მარცხი განიცადა მერაბ გიგაურის "გაბალამაც", რომელმაც "ნეფთჩთან" 0:2 წააგო. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.

ბელგია (იუპილერ ლიგა) - "რომასთან" შეხვედრის წინ იეს ტორუპმა
გუნდის ლიდერების დასვენება გადაწყვიტა და ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდ "ტრუიდენთან" ქართველებს 90 წუთი დაუთმო. გიორგი ქვილითაიამ პენალტი მოიპოვა, თუმცა ჯონათან დავიდმა შეასრულა. მალევე ქვილითაიამ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლის დროს კი გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე პასით გამოირჩა. საბოლოოდ "გენტმა" 4:1 მოიგო და ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს.


კვიპროსი (პირველი დივიზიონი) - ქართველების "ანორთოსისი" ეთნიკოსის "ახნასთან" სტუმრად მოულოდნელად განადგურდა - 0:5. გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშეს, ჯანო ანანიძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში ნიკა კაჭარავამ შეცვალა. "ანორთოსისი" კვლავ პირველ ადგილს იკავებს და მდევარ "ომონიას" 1 ქულით უსწრებს.

"პარალიმნი" "ომონიას" ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო.

ჩეხეთი (პირველი ლიგა) - ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" შინ "ჩესკე ბუდეოვიცესთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

დანია (სუპერლიგა) - გიორგი პარუნაშვილის "ესბიერგი" "ლინგბის" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად იასპარეზა. "ესბიერგი" ჩემპიონატში ბოლოსწინა, მეცამეტე ადგილს იკავებს.

საფრანგეთი (ლიგა 2) - ამირან სანაიას "როდეზი" შინ "ლორიანთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.

საბერძნეთი (სუპერლიგა) - ბაჩანა არაბულის "პანიონისმა" გასვლითი შეხვედრა დათმო "პანეთოლიკოსთან" - 0:1. არაბულმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. "პანიონისი" ბოლო ადგილს იკავებს და გადაწყვეტილია, რომ აუტსაიდერთა რაუნდში ითამაშებს.

უნგრეთი (ოტპ ლიგა) - ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა" ლაშა დვალის "ფერენცვაროში" 3:0 გაანადგურა. ბუდუმ 86 წუთი ითამაშა, ლაშას ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ იყო. "ფერენცვაროში" ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, "მეზოკოვეშდი" - მესამე პოზიციაზე.

ჰოლანდია (ერედივიზიე) - გიორგი აბურჯანიას "ტვენტე" "უტრეხტს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და შეუცვლელად ითამაშა. "ტვენტე" ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს.

პოლონეთი (ექსტრაკლასა) - დავით სხირტლაძემ ტრავმის გამო "არკა"-"რაკოვის" (3:2) შეხვედრა გამოტოვა. არც ვატო არველაძეს უთამაშია "ვისლა"-"კორონას" (2:0) დაპირისპირებაში.

დედაქალაქურმა გუნდმა "ლეგიამ" "იაგელონია" 4:0 გაანადგურა. ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ზაგლებლიეს" შინ ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ლეგია" პირველ ადგილზეა, "პლოცკი" - მე-8 პოზიციაზე, "არკა" - მეთოთხმეტეზე და "კორონა" - მეთხუთმეტეზე.


პორტუგალია (პრიმიერ ლიგა) - გიორგი მაკარიძის "სეტუბალი" "ბრაგასთან" 1:3 დამარცხდა. ქართველი გუნდის მთავარი მეკარეა და შეუცვლელად იასპარეზა. "სეტუბალი" ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

ესპანეთი (სეგუნდა დივიზიონი) - "რასინგი" "მალაგას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი პაპუნაშვილმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო. "რასინგი" ბოლო, 22-ე ადგილს იკავებს.

შვედეთი (თასის ჯგუფური ეტაპი) - გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგმა" "ვასტერასი" 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა პირველი გოლი.


თურქეთი (სუპერლიგა) - "ქონიასპორი" "ქაისერისპორს" 2:2-ზე დაუზავდა. ლევან შენგელიამ 89 წუთი ითამაშა.

"ანკარაგიუჯუ" "გეჩლერბილიგასთან" 0:1 დამარცხდა. საბა ლობჟანიძემ 67 წუთი ითამაშა.

"ქონიასპორი" მე-15 ადგილზეა, "ქაისერისპორი" - მე-16 პოზიციაზე.

უკრაინა (პრემიერლიგა) - დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "დესნა" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო.

"კარპატი"-"დნიპროს" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ანდრო გიორგაძემ 90 წუთი ითამაშა.

თემურ ჩოგაძის "ოლიმპიკი" შინ "ლვოვთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა 71 წუთი ითამაშა.

"შახტარი" პირველ პოზიციაზეა, "ოლიმპიკი" მე-9 ადგილზეა და "კარპატი" ბოლო, მე-13 ადგილს იკავებს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
#ბუდუნაკრებში
სლავა
12:21 26-02-2020
0
იქნება გაბედოთ და გამოიძახოთ გიორგაძე, დაცვასი გვიჭირს, ხოჭოლავას დრო არ ეძლევა, დვალი არა, კაკაბაძე არა, კაშია უთამაშებელი, რისი იმედი გაქვთ საინტერესოა. კიდე კაი ტაბიძე და გრიგალავა გვყავს. კვირკველია ერთ სეცდომას დაუშვებს იმნაირს, თამაშს წაგაგებინებს, ლორიასთან ერტად-ეგენი ერთად შტერდებიან ხოლმე საეჭვოდ. გიორგაძე დასამატებელია და მჭედლიშვილი კიდევ. სხვა პოზიციებზე დიდი არჩევანი გვაქვს საბედნიეროდ. ებრალიზემ რომ სრული მატჩი ჩაატარა, რატომ არ ახსენებთ?
vaso
14:59 25-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული