ოქრიაშვილმა მკერდით გაიტანა - "ანორთოსისი" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "სალამინა" 2:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში სლოვაკმა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა მე-3 წუთზე გახსნა, 85-ე წუთზე კი თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი შეუცვლელად ათამაშა, ჯანო ანანიძე - სათადარიგო, ხოლო ნიკა კაჭარავა დისკვალიფიცირებული იყო.

1/2-ფინალში "ანორთოსისი" "ომონიას" დაუპირისპირდება - მატჩები 22 და 29 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის გასულ ტურში ქართველების გუნდი "ეთნიკოსთან" 0:5 დამარცხდა, თუმცა მაინც ლიდერია და პირველ მარტს ლარნაკის
აეკ-ს შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
სალამინა გუნდია?ვაი თქვენს პატრონს
vaso
22:48 27-02-2020
1
იდალგო:რომ არა ძელი ოქრის დუბლი ექნებოდა:)
L.J.
13:26 27-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული