თემურ ქეცბაია: წინ მივიწევთ - წაგებაზე გუნდის რეაქციით ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
კვიპროსის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "სალამინას" 2:0 დამარცხების და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"ვთვლი, რომ ჩვენს ბიჭებს გამარჯვება უნდა მივულოცო, განსაკუთრებით, ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ. ფრედ დასრულებული პირველი შეხვედრის შემდეგ ამ ძლიერი გუნდის ძლევა ადვილი არ იყო. მომენტები გვქონდა, გამოვიყენეთ და მიზანს მივაღწიეთ.

წაგების მერე ფეხბურთელებს გავესაუბრე. ყველა მიხვდა, როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. გუნდის რეაქციით ბედნიერი ვარ. ლიდერები ვართ და ყველაფერი წესრიგშია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული