ჩაკვეტაძის თამაში 5-იანით შეაფასეს, ქვილითაიასი 6-ით - ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს

AutoSharing Option
"გენტი" ორი მატჩის ჯამში "რომასთან" დამარცხდა (1:1, 0:1) და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ბელგიურ გუნდში განმეორებით შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია 66-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე. nieuwsblad.be აღნიშნავს, რომ ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს და ჯონათან დავიდს, ვადის ოჯიდა-ოფოეს და ჩაკვეტაძეს შეეძლოთ მომენტები უკეთ დაესრულებინათ.

ნამატჩევს კომენტარი "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გააკეთა.

"ჩემი გუნდის გამო გული მწყდება. იმედგაცრუებულნი, თუმცა ამაყნი ვართ. ამ გუნდით რაღაც შესანიშნავის გაკეთება შეგვიძლია, ეჭვიც არ მეპარება. ისეთ მეტოქეზე მოვახდინეთ ზეწოლა, როგორიც "რომაა". ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ბევრი მომენტი შევქმენით, მიზანს კი ვერ მივაღწიეთ.

ჩემი ბიჭებით ვამაყობ. ვიცოდით, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებას ვერ შევძლებდით. ახლა ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ".

Sportall.Ge

hln.be-მ "გენტის" ფეხბურთელების თამაში ასე შეაფასა:
კამინსკი 6, კასტრო-მონტესი 6, პლასტუნი 5 (ნიანგბო 80, შეფასების გარეშე), ნგადუ 5, მოჰამადი 6, ოვუსუ 6, კუმსი 6, ოჯიდა-ოფოე 6, ბეზუსი 6 (ჩაკვეტაძე 66, 5), დეპუატრე 4 (ქვილითაია 66, 6), დავიდი 7

ჩაკვეტაძე 5
ძალიან ხშირად ერიდებოდა მეტოქეებთან ორთაბრძოლებს. არავითარი დასამახსოვრებელი შოუ.

ქვილითაია 6
შესვლიდან პირველივე წუთებიდან ქართველმა რამდენიმე მოქმედება განახორციელა, მაგრამ ეს გოლის გასატანად ძალიან ცოტა იყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
როცა ჩაკვე კარგ პოზიციაში იყო,ბურთი არც ერთხელ არ მისცეს და როცა მისცეს,რამდენჯერმე დასარტყმელი გადაცემა გაუკეთა პარტნიორს.ფეხზე რომ ორი კაცი გაზის და გაჩერებულზე გაძლევენ პასს,იქ შოუს დადგმა,ძალიან დიდი მოთხოვნაა.ის,რომ მას მხოლოდ 5 ქულა დაუწერეს,მოწმობს,რომ მისგან ძალიან ბევრს ელიან ჟურნალისტები,მაგრამ თვითონ ფეხბურთელები,მეტწილად არასწორ გადწყვეტილებას იღებდნენ შეტევის განვითარებაში.არაა გენტი ჭკვიანი გუნდი და ვერაფერს იზავ.სირბილი,ბრძოლა და სქემაა,მაგათი თამაში.ჩაკვეს სისწრაფე და სიმკვირცხლე არ დაუკარგავს და ესაა სასიხარულო,ნაკრებამდე კი ერთი თვე კიდევაა და უფრო მოუმატებს.ქვილითაია თავიდან კარგი იყო,მაგრამ მალევე გადავიდა ჩრდილში.რატომ ვერ დააწიოკეო,რომას კლასის გუნდი,ძალიან დიდი მოთხოვნაა,თანაც როცა არასდროს გაძლევენ დროულ პასს.
სოსო
09:56 28-02-2020
5
არაკაცი მწვრთნელი ყავს გენტს, წინა ტურში კარგათ ითამაშეს ქართველებმა მაგრამ მაინც სკამზე დასვა მაგ არასწორმა
irakli
08:30 28-02-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული