ნაკრების მნიშვნელოვანი პრობლემა: რა ელის დაცვის მარჯვენა ფლანგს?

AutoSharing Option
პირველი 2 უმაღლესი დივიზიონის კლუბებთან შეთანხმებით, შვეიცარიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო, მინიმუმ, 15 მარტამდე შეჩერდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ 15 მარტამდე ყველა სახის საჯარო ღონისძიება გააუქმა, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი.

ეს მოვლენა კი საქართველოს ნაკრებს უქმნის პრობლემას, რადგან ეროვნული გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე სწორედ შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბ "ლუცერნში" თამაშობს. ასევე, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატი, ამპლუით მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძეც შვეიცარიული "ციურიხის" წევრია.

ოთარ კაკაბაძემ უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 19 ნოემბერს, ხორვატიასთან
გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ლევან ხარაბაძეს კი 25 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. თუ ხარაბაძის პოზიციაზე კიდევ ორი ფეხბურთელი განიხილება ხოლმე (ტაბიძე, ნავალოვსკი), კაკაბაძეს, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს.

კორონავირუსით კი მსოფლიოში 89 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 3 060 კი გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
3 ცენტრალური მცველი, 5 ნახევარდამცველი(მარჯვნივ დავითაშვილი,მარცხნივ ხარაიშვილი) კვირკველია დააზღვევს დავითაშვილს,ტაბიძე ხარაიშვილს,შუაში ხოჭოლავა
ნუკრი
10:40 04-03-2020
3
კაკაბაძე კარგია როცა ფორმაშია, მაგრამ თუ არ წაუვიდა თამაში ბევრ ბურთს კარგავს. ნიკა მალი კი კარგი შემცვლელი იქნება და არმგონია მალი კაკაბაძეს ჩამორჩებოდეს რამეში. ერთი უპირატესობა აქვს კაკაბაძეს ნაკრებში თამაშის გამოცდილება
ზუგდიდი
23:52 03-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული