goal.philenews: ჯანო ანანიძე ჯერ იმედგაცრუებაა - ქეცბაიას მისი სჯერა

AutoSharing Option
კვიპროსულმა goal.philenews-მა "ანორთოსისის" ახალწვეული ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გააკრიტიკა.

"ის იანვარში მოვიდა, როგორც დიდი სახელის მქონე ფეხბურთელი, მაგრამ ჯერ ძალიან გვიცრუებს იმედს. "ანორთოსისს" ვერაფრით ეხმარება. თუმცა მწვრთნელ ქეცბაიას მისი სჯერა, რომ მალე ფიზიკურ ფორმას გაიუმჯობესებს, მეტ სათამაშო დროს მიიღებს და უკეთ წარმოაჩენს თავს. ამ ეტაპზე კი მისი ასპარეზობით აღფრთოვანებული არავინ არის.

ქართველი მწვრთნელის ვარაუდით, ჯანო ამას მარტის ბოლოსთვის მოახერხებს და ფინიშის სწორზე გუნდს დაეხმარება, რასაც მისგან ელიან".

altჯანო ანანიძე: 5 წელი ბაზაზე ვცხოვრობდი - მალე ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვს, მე კი

მზად არ ვარ

alt"სპარტაკის" მფლობელი ანანიძეზე: თუ არ შეესაბამები გუნდის დონეს - იძულებული ხარ წახვიდე

altთემურ ქეცბაია: ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება

altოვაციები ანანიძეს სადებიუტო მატჩში - კინაღამ ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროა, მაგრამ ანანიძეს ერთი გამონათქვამი მიესადაგება, რომელიც არ მინდა ქართულად დავწერო და ამიტომ ინგლისურად დავწერ - "Good for Nothing"
Fani
10:56 05-03-2020
2
ბათუმის "დინამოში" მაინც გადასულიყო, თუნდაც ერთი წლით. წაადგებოდა როგორც გუნდს, ისე მასაც.
მერაბი
10:38 05-03-2020
7

სიახლეები პოპულარული