კვიპროსის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და გასულ ტურში განცდილი მარცხის (1:2) რევანში აიღო.
ანგარიში ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ გახსნა, რომელმაც წინა შეხვედრაში "ანორთოსისთან" დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად მან გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 51-ე წუთზე საჯარიმოდან მეტოქეს გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტში მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე გოლი კი გორდონ შილდენფელდმა გაიტანა.
გიორგი ლორიამ დ ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე - 55-ზე. ნიკა კაჭარავა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
ფამაგუსტური გუნდი "ომონიასთან" ერთად ლიდერია და 14 მარტს მესამეადგილოსან "აპოელს" შეხვდება.
ეს ის კაცია რომელიც დაივიწყა ნაკრების ქომაგებმა, თუმცა ყველას გულის სიღრმეში მისი ეიმედება.. მჯერა რომ ის გაგვაოცებს იმაზე მეტად ვიდრე აქამდე გვაოცებდა ნაკრების თამაშის დროს!