ქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აეკ-ის დამარცხების (3:0) შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კითხვა დაუსვეს თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯანო ანანიძის ძირითად შემადგენლობაში დაყენების გამო, რომელიც ჯერ ფორმაში არ არის.

"კარგ გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოგება ძალიან გვინდოდა და მოვიგეთ კიდეც. მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასევე გაგრძელებას ვიმედოვნებ.

ოქრიაშვილისა და ანანიძის იმედი მაქვს, მე მათი მჯერა. ყურადღებით ვაკვირდებოდი და მთელი კვირა თავდაუზოგავად შრომობდნენ. რა თქმა უნდა, ანანიძეს ფორმაში ჩასადგომად დრო დასჭირდება, ეს იოლი არ არის და ამისათვის უნდა ითამაშოს. მე ვიცი ანანიძის
შესაძლებლობები და მნიშვნელობა. მისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკაა აუცილებელი. ჩვენი ფეხბურთელები უკეთესადაც ითამაშებენ და მაღალ მიზნებს მივაღწევთ", - უპასუხა ქეცბაიამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მაგარი კაცია ქეცბაია ნამდვილი ქართველი, სიმართლის მთქმელი მაგიტომ არ დააფასეს ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობდა და ამიტომ არ მოსწონდათ
Luuk
10:18 09-03-2020
0
ჯანო სეზონის ბოლოს არ წავა, ლიგაზე გასვლისა მაინც იქნებ იყოს მოტივაცია რომ საკუთარ თავს გადაახტეს, მაშინ გამართლდება ქეცბაია ასე სუსტ ჯანოს რო ჯიუტად ათამაშებს, თუ ვერა და წამოვა ჯანოც და შეიწირავს ქეცბაიასაც... დიდი იმედი მაქვს რომ ბოლო ვარიანტი არ მოხდება ))) და შემდეგი ერთა ლიგისთვის კაი თამაშები იქნება კიდევ....
რა მაფიაა?
01:13 09-03-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული