ქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აეკ-ის დამარცხების (3:0) შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კითხვა დაუსვეს თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯანო ანანიძის ძირითად შემადგენლობაში დაყენების გამო, რომელიც ჯერ ფორმაში არ არის.

"კარგ გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოგება ძალიან გვინდოდა და მოვიგეთ კიდეც. მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასევე გაგრძელებას ვიმედოვნებ.

ოქრიაშვილისა და ანანიძის იმედი მაქვს, მე მათი მჯერა. ყურადღებით ვაკვირდებოდი და მთელი კვირა თავდაუზოგავად შრომობდნენ. რა თქმა უნდა, ანანიძეს ფორმაში ჩასადგომად დრო დასჭირდება, ეს იოლი არ არის და ამისათვის უნდა ითამაშოს. მე ვიცი ანანიძის
შესაძლებლობები და მნიშვნელობა. მისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკაა აუცილებელი. ჩვენი ფეხბურთელები უკეთესადაც ითამაშებენ და მაღალ მიზნებს მივაღწევთ", - უპასუხა ქეცბაიამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მაგარი კაცია ქეცბაია ნამდვილი ქართველი, სიმართლის მთქმელი მაგიტომ არ დააფასეს ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობდა და ამიტომ არ მოსწონდათ
Luuk
09 მარტი 2020 10:18
0
ჯანო სეზონის ბოლოს არ წავა, ლიგაზე გასვლისა მაინც იქნებ იყოს მოტივაცია რომ საკუთარ თავს გადაახტეს, მაშინ გამართლდება ქეცბაია ასე სუსტ ჯანოს რო ჯიუტად ათამაშებს, თუ ვერა და წამოვა ჯანოც და შეიწირავს ქეცბაიასაც... დიდი იმედი მაქვს რომ ბოლო ვარიანტი არ მოხდება ))) და შემდეგი ერთა ლიგისთვის კაი თამაშები იქნება კიდევ....
რა მაფიაა?
09 მარტი 2020 01:13
1
ჩაკვეტაძე ტობოლში და ქვილითაია ჟეტისუში.
ზარანდია გორის დილაში.
ჯვებე
08 მარტი 2020 22:08
71
ჯვებე ბოღმალენდში
ჯვებე 2
09 მარტი 2020 02:37
3
წადი ერთი შენი იუმორიც .....და ცინიკოსიც ...კიდევ ზემოდან თუ რამე არ მოგწონს ააახვიეეე ...ოღონდ ან ცხინვალით ან ერევანით ...!!!
uru ruuu
08 მარტი 2020 22:31
6
ჯანოს შესაძლებლობები ნამდვილად კარგად იცის ქეცბაიამ, ღმერთმა ინებოს და ჯანომ იმის ნახევარი მაინც ითამაშოს რაც მას შეეძლო და კვიპროსი მისით გადაირევა! 5 წლის წინდელი ჯანო და ეს სულ სხვაა! სამწუხაროდ ტრამვებმა და უთამაშებლობამ მას დიდი დაღი დაასვა!
gabo
08 მარტი 2020 21:53
1
ქოქავს საქართველოს მარტისტვის. იმენა ქართველია ბევრისგან განსხვავებით. ცხადაძეზე არ მაქ ლაპარაკი.......................
KLOP
08 მარტი 2020 21:30
3

სიახლეები პოპულარული