ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აეკ-ის დამარცხების (3:0) შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კითხვა დაუსვეს თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯანო ანანიძის ძირითად შემადგენლობაში დაყენების გამო, რომელიც ჯერ ფორმაში არ არის.

"კარგ გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოგება ძალიან გვინდოდა და მოვიგეთ კიდეც. მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასევე გაგრძელებას ვიმედოვნებ.

ოქრიაშვილისა და ანანიძის იმედი მაქვს, მე მათი მჯერა. ყურადღებით ვაკვირდებოდი და მთელი კვირა თავდაუზოგავად შრომობდნენ. რა თქმა უნდა, ანანიძეს ფორმაში ჩასადგომად დრო დასჭირდება, ეს იოლი არ არის და ამისათვის უნდა ითამაშოს. მე ვიცი ანანიძის
შესაძლებლობები და მნიშვნელობა. მისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკაა აუცილებელი. ჩვენი ფეხბურთელები უკეთესადაც ითამაშებენ და მაღალ მიზნებს მივაღწევთ", - უპასუხა ქეცბაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ