ლეგიონის უქმეები - მაკარიძემ "ბენფიკასთან" იფრინა, ექვსი გოლი გავიტანეთ და ორ წითელსაც გამოვრჩით [VIDEO]

AutoSharing Option
საკმაოდ ნაყოფიერი უქმეები გამოვიდა ქართველი ლეგიონერებისთვის, ექვსი გოლი ვიხილეთ სხვადასხვა ჩემპიონატში, თუმცა დადებით მოვლენებს ორი წითელი ბარათიც ახლდა.

აშშ (ემ-ელ-ესი) - გურამ კაშიასა (64 წთ) და ვაკო ყაზაიშვილის (90 წთ) "სან ხოსე" შინ "მინესოტასთან" 2:5 განადგურდა. მატჩის 53-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა.


ავსტრია (ბუნდესლიგა) - ოთარ კიტეიშვილის (90 წთ) შტურმი "ზალცბურგს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "შტურმი" მე-5 ადგილზეა.

აზერბაიჯანი (პრემიერლიგა) - დავით ვოლკოვის (75 წთ) "ზირა" "საბაილს" ესტუმრა და
3:1 დაამარცხა. პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე გაიტანა. მისი გუნდი მე-5 ადგილზეა. მერაბ გიგაურის (90 წთ) "გაბალამ" "სუმგაითი" 5:0 გაანადგურა. "გაბალა" ბოლო, მე-8 პოზიციაზეა.

ბელგია (იუპერლიგა) - ქართველების "გენტი" შინ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა. "გენტი" ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

კვიპროსი (პირველი დივიზიონი) - თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა. გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ჯანო ანანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ნიკა კაჭარავა მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გოლი გაიტანა. ოქრიაშვილი 81-ე წუთზე შეცვალეს. "ანორთოსისი" ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, "ომონიას" მსგავსად 46 ქულა აქვს, მაგრამ მეტოქე ურთიერთშეხვედრებში სჯობს.


ირაკლი მაისურაძის (90 წთ) "პარალიმნი" შინ "ოლიმპიაკოსთან" ფრეს გამორჩა.

ჩეხეთი ( 1-ლი ლიგა) - ვახტანგ ჭანტურიშვილის (83 წთ) "ზლინი" შინ "ბოჰემიანსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველის გუნდი ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

დანია (სუპერლიგა) - ლაშა პარუნაშვილის (76 წთ) "ესბიერგი" სტუმრად "ჰობროს" 1:1 დაუზავდა. "ესბიერგი" ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

საფრანგეთი (ლიგა 2) - ამირან სანაიას (69 წთ) "როდეზმა" "გენგამი" 3:2 დაამარცხა. ქართველის გუნდი ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

უნგრეთი (ოტპ ლიგა) - ბუდუ ზივზივაძე "მეზოკოვეშდის" შემადგენლობაში 85-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 5 წუთში, 90-მეტრიანი გარბენის შემდეგ გოლიც გაიტანა. ეს მისი მერვე გოლია ჩემპიონატში და ბომბარდირს ორი გოლით ჩამორჩება. "მეზოკოვეშდი" ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.


ყაზახეთი (პრემიერლიგა)
  • ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო "ტობოლმა", რომელმაც ყარაღანდის "შახტიორი" 3:1 დაამარცხა. ჯაბა კანკავა (90წთ), ნიკა კვეკვესკირი (90 წთ) და ლუკა ზარანდია (89 წთ) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ზარანდიამ 88-ე წუთზე თავი გოლითაც გამოიჩინა.
  • ელგუჯა ლობჯანიძის გოლით მოუგო "ქაისარმა" ლევან კუტალიას პავლოდანის "ირტიშს". ლობჯანიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო კუტალია მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.
  • შოთა გრიგალაშვილის (90 წთ) და თამაზ ცეცხლაძის (86 წთ) "ყიზილ-ჟარი" სტუმრად "ასტანასთან" განადგურდა - 0:4. მასპინძელთა გუნდს შოთა გრიგალაშვილი კაპიტნობდა.
ჰოლანდია (ერედივიზიონი) - გიორგი აბურჯანიას (90 წთ) "ტვენტე" სტუმრად "ვიტესთან" 0:1 დამარცხდა. "ტვენტე" ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

პოლონეთი (ექსტრაკლასა)
  • ვაკო გვილიას (57 წთ) "ლეგია" შინ "პიასტთან" 1:2 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქელები ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
  • დავით სხირტლაძის (76-ე წუთზე შევიდა მოედანზე) "არკას" გიორგი მერებაშვილის (90 წთ) "პლოცკი" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. "პლოცკი" ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს, "არკა" - მე-14-ს.
პორტუგალია (პრიმიერა ლიგა) - გიორგი მაკარიძის (90 წთ) "სეტუბალი" შინ "ბენფიკას" 1:1 დაუზავდა. ქართველმა მეკარემ ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. "სეტუბალი" მე-12 პოზიციაზეა.


რუსეთი (პრემიერლიგა)
  • საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" შინ "ახმატი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი 84-ე წუთზე ხელით თამაშისთვის გააძევეს.
  • გია გრიგალავას (90 წთ) ტულის "არსენალი" სტუმრად "ორენბურგთან" 0:2 დამარცხდა.
  • ანალოგიური ანგარიშით დათმო ჯიმი ტაბიძის (90 წთ) "უფამ" "კრასნოდართან" გასვლითი დაპირისპირება - 0:2.
  • შინ დამარცხდა ქართველების "რუბინიც" "კრილია სოვეტოვთან" - 0:1. ხვიჩა კვარაცხელიამ 45-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, ზურიკო დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა.
"ლოკომოტივი" - მე-2 ადგილი, "არსენალი" - მე-6 ადგილი, "უფა" - მე-9 ადგილი და "რუბინი" - მე-14 ადგილი.


ესპანეთი (სეგუნდა დივიზიონი) - გიორგი პაპუნაშვილის "რასინგი" "ნუმანსიას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

შვედეთი (თასი) - გიორგი ხარაიშვილის (90 წუთი) "გიოტებორგი" შინ "სირიუსს" დაუზავდა - 1:1.

შვეიცარია - კორონავირუსის გამო ჩემპიონატის მატჩები არ ტარდება.

თურქეთი (სუპერლიგა) - საბა ლობჟანიძის (68-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე) "ანკარაგუჯუ" სტუმრად "ბეშიქთაშთან" 1:2 დამარცხდა. დედაქალაქელები მე-17 პოზიციას იკავებენ. ლევან შენგელიას (72 წთ) "ქონიასპორი" სტუმრად 1:1 დაუზავდა "მალათიასპორს". "ქონიასპორი" მე-15 ადგილზეა.

უკრაინა (პრემიერლიგა)
  • თემურ ჩოგაძის (სათადარიგო) "ოლიმპიკი" სტუმრად "ვორსკლასთან" დამარცხდა - 0:1.
  • ანდრო გიორგაძის (90 წთ) "კარპატი" ლვოვის დერბიში სტუმრად "ლვივს" დაუზავდა - 0:0.
  • დავით ხოჭოლავას (არ უთამაშია) "შახტარმა" სტუმრად მოუგო "კოლოსს" - 4:3.
"შახტარი" პირველ ადგილზეა, "ოლიმპიკი" - ბოლოსწინა, მე-11-ზე და "კარპატი" - ბოლო ადგილზე.

altსაბა კვირკველიამ წითელი ბარათი მიიღო და "ლოკომოტივს" მოაგებინა [VIDEO]

altსლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია გასაძევებელი არ იყო

altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

altოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისმა" აეკ-თან რევანში აიღო [VIDEO]








მკითხველის კომენტარები / 3 /
მაკარიძე იმსახურებს თამაშს. კაშიას რეგრესი კი აშკარაა, ასაკიც თავისას შვება. აჯობებდა ტაბიძეს ან გრიგალავას ეთამაშა, მაგრამ რახან "კაშიაა" მას დააყენებს ვაისი სამწუხაროდ...
miro
14:40 09-03-2020
1
ალბათ მაინც ლორია უნდა დააყენოს ძირითადში ვინაიდან გადამწყვეტ მატჩში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო სწორია და სავარაუდოდ ეს ასეც იქნება, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მაკარიძე არაფრით ჩამოუვარდება ლორიას ხოლო სათამაშო კარიერას თუ გავითვალისწინებთ ალბათ დიდი ხნის განმავლობაში-სისტემატიურად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები და მიმდინარე პერიოდშიც ასეა, შესაბამისად თუ ლორიამ კლუბი არ შეიცვალა სავსებით ლოგიკური იქნება, რომ მაკარიძე გახდეს ნაკრების ძირითადი მეკარე. ჯანოს რაც შეეხება გასაგებია, რომ ასე უცებ ვერ ჩადგებოდა ფორმაში, მაგრამ სპარტაკიდან როდესაც გადავიდა მას ტრამვა არ ჰქონდა და საინტერესოა ასე დიდხან რატომ გაუგრძელდა ფორმაში შესვლიას პერიოდი, ფაქტია რომ ჯანო წლები ვერ აჩვენებს ოპტიმალურ თამაშს რა შეუძლია, რაც შეეხება კაშიას, მე-2 და მე-3 გოლები მისი შეცდომებით გავიდა, გასათვალისწინებელია, რომ იქაც სეზონი ახალი დაწყებულია და ვერ იქნება ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ გურამს წინა სეზონშიც ნაკრებშიც და კლუბშიც აკლდა სტაბილურობა რომელიც მას ვიტესში თამაშისას გამოარჩევდა. ტრამვის შემდეგ ვერ არის ასევე ოპტიმალურვ ფორმაში ჩაკვეტაძე... მოკლედ ნაკრების მოახლოვებული გადამწყვეტი მეტჩებისთვის შემადგენლობასთან დაკავშირებით, იმედია სანერვიულო არა მაგრამ საფიქრალი ნამდვილად საკმარისად არის და იმედია ბელორუსს აუცილებლად გავივლით და ფინალისთვის ეს საკითხები უფრო აქტუალური გახდება. წარმატებები !!!
........
14:24 09-03-2020
0

სიახლეები პოპულარული