ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვიპროსული კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.

27 წლის ქართველმა "ანორთოსისის" ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანოს მუხლის მყესი გაუწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

ფეხბურთელი "ანორთოსისის" ექიმების ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მისი დაბრუნების ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა(ებ)ში ვერ დაეხმარება.


altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

მკითხველის კომენტარები / 27 /
ადმინ,წუხელ პოსტი გამოგიზავნეთ და გთხოვეთ,არ დაგებლოკათ.მაინც არ გაუშვით.ამ პოსტის გაშვება არაფერში მჭირდება და არც თქვენთვისაა სასურველი.წუხანდელი გაუშვით.არავის აყენებს შეურაცხყოფას და ცხელ გულზე,გულწრფელად დაწერილზე უკეთესად, ახლა ალბათ ვეღარ დავწერ.გთხოვთ.
სოსო
11:21 12-03-2020
0
მეცოდება.. რომ შევხედოთ ვფიქრობ კარიერის დასრულების შანსი დიდი აქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ტრავმები აქვს, პლუს ამას ტრავმის მერე ვერც ასწრებს ფორმაში შესვლას ისევ რომ ახალ ტრავმას იღებს.. რავიცი რა ვთქვა, ცოდვაა, თუმცა ეს ამდენი ტრავმა რის გამოა არვიცი,ალბათ მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის არ იქნება,ბუნებრივად აქვს ისეთი ორგანიზმი ალბათ
ზუზუ
01:28 12-03-2020
0

სიახლეები პოპულარული