ჯანო ანანიძე: ჩემი ტრავმა არც ისე სერიოზულია, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს აცნობა, რომ სერიოზული ტრავმა არ მიუღია და მათ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, რომელიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემს წარუმატებლობას, უთამაშებლობას და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას და მხარდაჭერას.

ახლა რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაშავების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება და სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო მომიწევს საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ
ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საბედნიეროდ, მუხლის მყესი გაწყვეტილი არ არის, მხოლოდ დაჭიმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მინდორზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულწრფელი მხარდაჭერისთვის", - წერს ანანიძე "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო, ჯანი მოიკრიბე შვილო! არაფრის შეგეშინდეს! ბოლომდე იბრძოლე! მაინც დადგები ფეხზე! მაინც ითამაშებ ფეხბურთს!
TanoLife
21:23 12-03-2020
0
წარმატებებს გისურვებ, ჯანო! მთავარია გული არ გაიტეხო, მართლა გჯეროდეს, რომ უამრავი გულშემატკივარი გყავს საქართველოში. იმკურნალე, ივარჯიშე, ფორმა აღიდგინე და მჯერა ევროზე ისე გაიბრწყინებ, ფედუნი იდაყვებს დაიკბეჩს :))). გვჯერა შენი, გვიხარია შენი თამაშის ყურება. და ევროზე გაგვახარე მაგრად!
alexandre
11:18 12-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული