ჯანო ანანიძე: ჩემი ტრავმა არც ისე სერიოზულია, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს აცნობა, რომ სერიოზული ტრავმა არ მიუღია და მათ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, რომელიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემს წარუმატებლობას, უთამაშებლობას და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას და მხარდაჭერას.

ახლა რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაშავების შესახებ, სიმართლეს შეესაბამება და სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო მომიწევს საქართველო-ბელარუსის უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ
ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საბედნიეროდ, მუხლის მყესი გაწყვეტილი არ არის, მხოლოდ დაჭიმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მინდორზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულწრფელი მხარდაჭერისთვის", - წერს ანანიძე "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
იმის ნაცვლად რომ გაამხნევო ადამიანი ასეთ დროს, რა დონის არაადამიანური გრძნობების მატარებელი უნდა იყო, ასეთი კომენტარები რომ დადო.თუმცა არა მგონია ამ ადამიანებს შორის ვინმე "ნაღდი" ქართველი იყოს. კრიტიკა ყოველთვის კარგია, თუნდაც გამოფხიზლებიდათვის, მაგრამ ვინმე ვახოდა და გიორგის პასკვილებდ, კრიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ჯანოს კი რა თქმა უნდა, მალე მწყობრში ჩადგომას უსურვევ.
ზაალი
10:09 12-03-2020
2
გამოჯამრთელდები და იმაზე მაგარ ფეღბურთს ითამაშებ რაც კი ოდესმე გითამაშია წარმატებებს გისურვებ ჯანო
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული