დავითაშვილმა აკრობატულ ნახტომში გაიტანა და "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში "რუბინმა" ტულაში 1:0 დაამარცხა "არსენალი" და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია (6 ფრე და 3 წაგება) შეწყვიტა.

ამ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობა არ მიუღია "რუბინის" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წინა ტურში "კრილია სოვეტოვთან" მატჩში (0:1) გააძევეს და დისკვალიფიცირებული იყო, ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 43-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატზე ჩატარებულ 18 მატჩში მისი მეორე გოლია.

55-ე წუთზე ყაზანელთა ნახევარმცველი დენის მაკაროვი მასპინძელთა გუნდის მცველ გია გრიგალავას ეუხეშა, მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო და "რუბინი" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ამის შემდეგ "არსენალი" დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა.

"რუბინი" 23 ქულით მე-12 ადგილზეა და 21 მარტს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მამამისის სტილში გაიტანა.უყვარდა ხოლმე სულიკოს აკრობატული ნახტომები.წარმატებები
0
გრიგალავას ბრალი იყო...თავით პასი არ გამოუვიდა და კონტრშეტევა გოლით დამთავტდა
L.J.
10:33 15-03-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული