უკრაინის პრემიერლიგის ფინალური ექვსეულის მატჩში ზაურ მახარაძის "ზორიამ" ზაპოროჟიეში 1:0 დაამარცხა დავით ხოჭოლვას "შახტარი".
ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - მეკარე მახარაძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა (თუმცა პირველ ტაიმში გამოსვლაზე ორჯერ შეცდა), "მეშახტეებს" გოლის გატანა არ დაანება და არც ხოჭოლავა გარჯილა ურიგოდ. ყოველ შემთხვევაში, გაშვებულ გოლში მას ბრალი არ მიუძღვის.
"შახტარი" 23 ტურის შემდეგ 59 ქულით ლიდერია, ხოლო "ზორია" 46 ქულით მესამე ადგილზეა.