15 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში, "როსტოვთან" გასვლაზე მოგებულ მატჩში (3:1) შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ, championat-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"როსტოვთან" მოგებული მატჩი იური სიომინის გუნდის ცენტრალური მცველების დიდი დამსახურებაა. კვირკველიამ ძალიან საიმედოდ ითამაშა".
საბამ მიჯრით მესამე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად და თავის გუნდს მეორე ადგილზე აღზევებაში დაეხმარა.