საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც ამჟამად გორის "დილას" მთავარი მწვრთნელია, სპორტულ გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა და კარიერის სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა.
Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:
"რამდენიმე უცხოურ კლუბში ვითამაშე და კარგი პერიოდები ყველგან მქონდა. ერთადერთი, ცოტა გული დამწყვიტა იმან, რომ ჩემი მისვლიდან მალევე "რეჯინა" სერია B-დან C-ში გავარდა და ამ დონეზე უკვე აღარ შეიძლებოდა გუნდში უცხოელის ყოლა...
სულ სხვა თემაა ჩემი ჩაშლილი ტრანსფერი "ატლეტიკოში" და, ვფიქრობ, ჩემი კარიერის ეს მონაკვეთი გულშემატკივრებს დააინტერესებს. ეს მოხდა 1998 წლის 29 იანვარს.
მირეკავს ჩემი მენეჯერი ივან ბენეში და მეუბნება - სასწრაფოდ ბილეთები აიღე, "ატლეტიკოს" პრეზიდენტ ხესუს ხილთან ერთად ვივახშმე, შენი თამაში ნახა იტალიის ნაკრებთან, ძალიან მოეწონა და ტრანსფერი გადაწყვეტილიაო. ბილეთი დროზე აიღე, თორემ მალე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებაო...
ბილეთის აღება რა პრობლემა იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა. ხესუს ხილს საბანკო ანგარიშები გაუყინეს, რამაც ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა. ჩავედი დილით. ერთი ჯიხური იყო, სადაც ყველა ქვეყნის სპორტული გაზეთი იყიდებოდა. ვიყიდე ყველა გაზეთი. ესპანურ პრესაში, "მარკა" იქნებოდა თუ სხვა, ყველგან ეწერა ხესუს ხილის ამბავი.
ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ნევროზი მქონდა. როგორი საქმეა - ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადიხარ და..."
სულ სხვა თემაა ჩემი ჩაშლილი ტრანსფერი "ატლეტიკოში" და, ვფიქრობ, ჩემი კარიერის ეს მონაკვეთი გულშემატკივრებს დააინტერესებს. ეს მოხდა 1998 წლის 29 იანვარს.
ბილეთის აღება რა პრობლემა იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა. ხესუს ხილს საბანკო ანგარიშები გაუყინეს, რამაც ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა. ჩავედი დილით. ერთი ჯიხური იყო, სადაც ყველა ქვეყნის სპორტული გაზეთი იყიდებოდა. ვიყიდე ყველა გაზეთი. ესპანურ პრესაში, "მარკა" იქნებოდა თუ სხვა, ყველგან ეწერა ხესუს ხილის ამბავი.
ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ნევროზი მქონდა. როგორი საქმეა - ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადიხარ და..."
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ lelo.ge-ზე.