საფეხბურთო სამყარო გაჩერდა, ქართველები კი მაინც თამაშობენ

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო ჩემპიონატები თითქმის ყველა ქვეყანაში შეჩერებულია. დღეს ბურთი მხოლოდ ჰაიტში, ნიკარაგუაში, პალესტინასა და ბელარუსში გაგორდა, სადაც პირველი ტური ჩატარდა.

გეგა დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის "შახტიორმა" სოლიგორსკის 4 200-იან "სტროიტელის" სტადიონზე, წვიმიან ამინდში ჟოდინოს "ტორპედო ბელაზს" უმასპინძლა და კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, დიასამიძე შესვენებაზე შეცვალეს, შინდაგორიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო - 22-ე წუთზე მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიასამიძე უფრო ჟონგლიორობს ვიდრე ფეხბურთის თამაშობს! შინდაგორიძე კი ნორმალური მცველია!
gabo
22:32 19-03-2020
14

სიახლეები პოპულარული