ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მა ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელებისა და მოთამაშეების გამოკითხვის შედეგად თვის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა და "კაისარის" ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე მეორე ადგილზე გავიდა.
"კაისარმა" საწყის ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე მინიმალური ანგარიშით და ორივე შემთხვევაში გოლი ელგუჯამ გაიტანა. ლობჯანიძე რესპონდენტთა შორის საუკეთესოდ 6-მა დაასახელა, მეორეზე ერთმა გაიყვანა, ხოლო მე-3 პოზიცია 2-მა არგუნა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ამ გამოკითხვაში მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მე-8-მე-10 პოზიცია დაიკავა.