ქართველ ფორვარდს ყაზახეთის ლიგის თვის საუკეთესოდ დასახელებამდე ცოტა დააკლდა, კვეკვესკირი მე-5 იყო

AutoSharing Option
ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მა ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელებისა და მოთამაშეების გამოკითხვის შედეგად თვის საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა და "კაისარის" ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე მეორე ადგილზე გავიდა.

"კაისარმა" საწყის ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე მინიმალური ანგარიშით და ორივე შემთხვევაში გოლი ელგუჯამ გაიტანა. ლობჯანიძე რესპონდენტთა შორის საუკეთესოდ 6-მა დაასახელა, მეორეზე ერთმა გაიყვანა, ხოლო მე-3 პოზიცია 2-მა არგუნა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ამ გამოკითხვაში მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მე-8-მე-10 პოზიცია დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუსტად ესეთი მიდგომა ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატშიც დავნერგოთ, რომ კვირის ბოლოს ცნობილი გახდეს ვინ უკეთესად ითამაშა იმ ტურში, და უფრო მონდომებულები იქნებიან ფეხბურთელები რომ მოუმატონ თამაშს, იმიტომ რომ ხალხის რჩეული იმ კვირაში ვინ იყო. ასე რომ ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს მისცემს, და უფრო ბოლომდე დაიხარჯებიან.... და ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ტემპსაც მოემატება
დათო
13:42 20-03-2020
0
ელგუჯას გოლების ვიდეო ვერ მიაგენით..ზარანდიამ ერთი შეაგდო და ეგრევე გაჩითეთ:( ორივე ყაზახეთში თამაშობენ :)))
L.J.
18:16 20-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული