კორონავირუსის პანდემიის დროს შეჩერებულია თითქმის ყველა სპორტული აქტივობა. ჩვენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დავუკავშირდით და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ვესაუბრეთ.
- რა მდგომარეობაა რუსეთში კორონავირუსის პანდემიის დროს?
- ვირუსის ფონზე ყაზანში სიწყნარეა, მაგრამ მაინც ვცდილობთ გარეთ არ გავიდეთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?
- საქართველოში ვერ ვბრუნდები, არ არის შესაძლებელი საზღვრები დაკეტილია. ესეთ რთულ მომენტში გინდა საკუთარ ოჯახთან ერთად იყო, მაგრამ არ გამოდის.
- უთამაშებლობის პერიოდში როგორ ინარჩუნებ ფორმას?
- ინდივიდუალური ვარჯიშებით. მე და ზურიკო ბაზაზე ვცხოვრობთ, აქ კი
გვაქვს იმის საშუალება, სატრენაჟორო დარბაზში ჩავიდეთ და ვივარჯიშოთ.
- რას გვეტყვი საქართველოს ნაკრების და ბელარუსის მატჩზე, რომელიც გადაიდო?
- ვფიქრობ თამაშის გადადება ჩვენთვის უკეთესი იყო. რადგან უმაყურებლოდ გაუჭირდებოდა ნაკრებს, ჩვენ გულშემატკივრის დახარება გვჭირდება. ქომაგს აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიის ნაკრებში ახალ ფურცელს ჩაწერს.
- როგორ შეაფასებდი შენ სათამაშო ფორმას, ჩემპიონატის გაჩერებამდე?
- მოსამზადებელი ეტაპი კარგად და ნაყოფიერად გავიარე, თითქმის ყველა თამაშში ვითამაშე. რაც შეეხება ჩემპიონატს, ვფიქრობ პირველი მატჩი კარგად ჩავატარე , მეორეში კი უმნიშვნელო წითელი ბარათი მივიღე, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი შეცდომებზე სწავლობს.