საქართველოს ნაკრების წევრის თანაგუნდელი კლინიკაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
რუსული საფეხბურთო კლუბი "უფას" ლუქსემბურგელი ნახევარმცველი, ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელი ოლივიე ტილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მოთამაშეს კორონავირუსი აქვს.

"17 მარტს ტილი შეუძლოდ გახდა. ჩვენ მაშინვე მივმართეთ სამედიცინო დახმარებას და გადავიყვანეთ ჰოსპიტალში. გუნდის ყველა წევს შევატყობინეთ და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ეაპისთვის, ტილის ორივე ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ფეხბურთელი საერთო პალატაშია გადაყვანილი,"- განაცხადა "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა.

რუსეთის პრემიერლიგის გათამაშება 10 აპრილამდე არის შეჩერებული.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული