ჯანო ანანიძე ორ კვირაში მწყობრში ჩადგება

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მისმა აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, ჯანომ 11 მარტს ვარჯიშზე თანაგუნდელთან შეჯახებისას მუხლის მყესის ტრავმა მიიღო.

"ოპერაცია არ დასჭირდა. აღდგენა ნორმალურად მიმდინარეობს. ორ კვირაში მწყობრში ჩადგება. შესვენება წაადგა.

კორონავირუსის გამო კონტრაქტის გაგრძელება ჯერ არ განგვიხილავს", - განაცხადა ლეფსაიამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველამ ვიცით ჯანოს ჯანმრთელობის პრობლემები და მისი იღბალი. ახალი არაფერია.
ვერ გავიგე ერთი - საიდან ადენი ქილიკი, ბოღმა და ცინიზმმი მის შესახებ? რატომ?
იდალგო
13:15 23-03-2020
0
ბევრი ფეხბურთელი ვიცი 26 27 წლის და უფრო გვიანაც მაღალ დონეზე ათამაშებულა. ჯანოს ძალიან ნიჭიერია და ტრამვები თუ მოშორდება, მჯერა ჯანოც ათამაშდება, თან ქეცბას ხელშია და არავინ დაჩაგრავს. წარმატებები ჯანოს
გოგა
10:18 23-03-2020
0

სიახლეები პოპულარული