ქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის პაუზისას "ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები ბუბა დაუშვილი და ჯანო ანანიძე საქართველოში კერძო თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ამაზე რადიო Super Sport FM 104.0-თან კომენტარი ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"კარანტინისას ისინი ორი კვირით სახლში გავუშვი. დაბრუნდებიან და ვარჯიშს შეუდგებიან. დაუშვილის პრობლემა ის იყო, რომ ოჯახი სამშობლოში ჰყავს. მოვიდა ადამიანი ჩემთან და მითხრა, რომ ღამით არ სძინავს, რადგან მეუღლე და ბავშვები თბილისში არიან. უარს ვერ ვეტყოდი. ხომ არ ვეტყოდი, შენ კონტრაქტი გაქვს, არსად არ წახვიდე, აქ დარჩი-მეთქი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი და რონალდუ
ქართველი
25 მარტი 2020 13:19
4
სტატიის ავტორს: თუ შეგიძლიათ გაარკვიეთ და სრული ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რომელ რიცხვში გადმოკვეთეს საზღვარი? მოთავსებულნი არიან თუ არა კარანტინში და სად იმყოფებიან?
ქომაგი
25 მარტი 2020 10:05
1
გეთანხმები მეგობარო, ამ ყველაფრის შემდეგაც თუ ვერაფერი ვისწავლეთ ესე იგი ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. უშველონ ეხლა სამყაროს მესიმ და მეივეზერმა
გიორგის
25 მარტი 2020 09:56
0
ფეხბურთში ზოგადად ხელფასების და ფეხბურთელთა ანაზღაურების საკითხები გადასახედია.
რაც გინდა მესი და რონალდო იყოს ფეხბურთელი, ფეხბურთის თამაშში წელიწადში 30 მილიონ ევროს არ უნდა უხდიდნენ. მარაზმია უბრალოდ. რაღაც ზღვარი უნდა დაწესდეს.
არც ანანიძეა შესაბამისად კერძო თვითმფრინავების და მილიონიანი ანაზღაურების ფეხბურთელი. ანანიძეს უნდა უხდიდნენ მილიონს და მეცნიერს,მასწავლებელს 500 დან 1000 ლარამდე?
გიორგი
24 მარტი 2020 22:57
10
ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარი სტატიებზე უფრო საინტერესოა :)
Mateus
25 მარტი 2020 02:54
0
საბაზრო ეკონიმიკაში ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. რაც მეტია მიწოდებია ნაკლებია პროდუქტის ფასი, რაც ნაკლები რაოდენობითაა პროდუქტი, მით მეტია მისი ფასი. მოთხოვნაც ასევეა. რაც მეტია მოთხოვნა პროდუქტზე მეტია მასზე ფასი. ნაკლები მოთხოვნა კიდევ ნაკლებ ფასს იწვევს. ეხლა ეს ორი ფაქტორი გააერთიანე და გადავთარგმნოთ მესი - მეცნიერების მაგალითზე.

ერთის მხრივ მეცნიერები ბევრია და ამასთან არც იმდენად რთულია გახდე მეცნიერი. მთაავარია ბევრი იშრომო. აუცილებელი არაა გენიოსი იყო. მეორეს მხრივ მესის ტალანტი იშ იშვიათია და ვერანაირი შრომით ვერავიმ გახდება ვერც მესი და ვერც რონალდო. აი მე და შენ ანანიძის დონეზეც ვერ ვითამაშებთ რომ მოვინდომოთ. სამაგიეროდ ბევრი რომ ვიშრომოთ შეიძლება გავხდეთ მეცნიერები. ანუ მიწოდების ამბავში, მეცნიერები ბევრია, ნიჭიერი ფეხბურთელები ცოტა. ამიტომ
მაგის გამო უკვე ფეხბურთელია უფრო ძვირი

ეხლა მეორე ფაქტორი - მოთხოვა. ხალხი რაში იხდია ფულს. აქ ბევრს ნუღარ დამაწერინებ. აშკარად უფრო მეტი ადამიანი იხდის მესის ყურებაში ფულს ვიდრე რომელიმე მეცნიერის
პრეზენტაციია ან ლექციის მოსმენაში. ანუ მოთხოვნაც ცალსახად მესისკენაა.

შედეგი: მესის ხელფასი მილიონებია რადგან უნიკალურია და მიწოდება ცოტაა. ასევე მასზე მოთხოვნა დიდია. მეცნიერის ხელფასი ცოტაა რადგან თუ აინშტაინი არ ხარ,
მაშინ სავარაუდოდ ბევრი გახდება შენნაირი (ძალიან მაგარ პროფესიონალებს მაგათაც ბევრი ფული აქვთ). ამასთან მეცნიერზე მოთხოვნაც ნაკლებია როგოთ მოსახლეონაში თუ სახელმწიფომ არ დაიქირავა სპეც პროექტში და გადაუხადა ფული
არაა მთლად ასე
25 მარტი 2020 01:33
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული