ვაკო გვილია: ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა სხვადასხვა საიტი

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიასა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონურ გამოცემა legia.net-ს ესაუბრა, რომელიც დედაქალაქურ კლუბზე ორიენტირებული გამოცემაა.

"ყოველდღე დაუღალავად ვშრომობ, რომ გავიზარდო და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. თებერვალსა და მარტში მოედანზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში, როგორც 6, ისე 8 და 10 ნომრის პოზიციებზე. ერთ-ერთ მატჩში გარემარბიც კი ვიყავი.

სულერთია, თუ მწვრთნელი იტყვის, კარშიც ჩავდგები, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს მოედნის ცენტრში, 8 ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ.

კარგი სტატისტიკა მაქვს, თუმცა მეტი შემიძლია. მინდა
ამ წელს "ლეგიასთან" ერთად თასი და ჩემპიონატი მოვიგო. რა თქმა უნდა, თუ სეზონის დასრულება მოხერხდება. თუ ტიტულები ვერ მოვიგეთ, თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ გოლს გავიტან ან შედეგიან გადაცემას გავაკეთებ.

"ტრანსფერმარკტზე" 2 მილიონი ევრო ვღირვარ? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ის მინდა, რომ დღეს გუშინდელზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყო. ჩემს ფასს მინდორი განსაზღვრავს და არა საიტი. ფული და ციფრები არ თამაშობენ.

ცოტა ხნის წინ ჩემი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევრო იყო, ახლა ორჯერ მეტია. არ მიმაჩნია, რომ ამ პერიოდში ორჯერ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა უფრო მეტად გაფასებენ, ვიდრე ადრე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაკაბაძეც
roma bejanidze
20:55 27-03-2020
0
1 კანკავა 2 ოქრუაშვილი 3 ჩაკვეტძე 4 ლორია 5 კვირკველია
გოგა
18:10 26-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული