sport.ua: კახა კალაძე იდეალური მცველი იყო

AutoSharing Option
sport.ua-მ უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო 10 მარცხენა მცველი დაასახელა, მეშვიდე ადგილი კახა კალაძეს არგუნა და ასე დაახასიათა.

კახაბერ კალაძე. კიევის "დინამო". 1998-2000

კახა ამ რეიტინგში გაცილებით მაღალ ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო, "დინამოში" მეტი მატჩი რომ ჩაეტარებინა, მაგრამ საუკეთესო წლები უნივერსალურმა მცველმა "მილანში" გაატარა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უკრაინის დედაქალაქში ცენტრალური მცველის პოზიციაზე მიიწვიეს, თუმცა ძალიან მალე გადაკვალიფიცირდა მარცხენა მცველად.

ამასთან, კახას საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ტანმაღალი, ძლიერი, სწრაფი, ჩინებული დარტყმით, მოედნის ხედვით - პრაქტიკულად, იდეალური მცველი. ჩვენდა სამწუხაროდ,
"დინამოდან" "მილანში" მალე წავიდა.

გთავაზობთ გამოცემის ვერსიით მარცხენა მცველების ტოპ 10-ეულს:

1. ანდრეი ნესმაჩნი (დინამო)
2. რაზვან რაცი (შახტარი)
3. ისმაილი (შახტარი)
4. იური დმიტრულინი (დინამო)
5. ვიქტორ სკრიპნიკი (დნიპრო)
6. ვიაჩესლავ შევჩუკი (შახტარი)
7. კახა კალაძე (დინამო)
8. ბადრ ელ-კადური (დინამო)
9. ვიტალი მიკოლენკო (დინამო)
10. ივან სტრინიჩი (დნიპრო)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ალეკო" - თქვენ უდაოდ დიდი მომავალი გაქვთ!
G.A.L.
14:47 27-03-2020
2
როგორც მცველი? რა თქმა უნდა!
როგორც მერს რას უწუნებ?
რაც მან გააკეთა ყველა მანამდელ მერს ცალკეც აღებულს თუ ყვეკლას ერთადაც არ გაუკეებიათ. როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო, როგორც მერი უფრო მაგარია და როგორც პრემიერმმინისტრი კიდევ უფრო მაგარი იქნება.
ალეკო
10:40 27-03-2020
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული