კორონავირუსისას ქართული გოლი გავიდა - დიასამიძემ ბელარუსში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში თავი სოლიგორსკის "შახტიორის" 27 წლის ნახევარმცველმა გეგა დიასამიძემ გამოიჩინა.

ქართველების გუნდმა პირველ ტურში მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 0:1 ჟოდინოს "ტორპედო ბელაზთან" დამარცხების შემდეგ, სტუმრად 2:0 სძლია "გოროდეიას", ანგარიში კი 56-ე წუთზე დიასამიძემ გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ეს ბელარუსის პირველობაზე მისი სადებიუტო გოლია.

ამ შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა სოლიგორსკელთა შემტევი ლაშა შინდაგორიძე.

4 აპრილს, ჩემპიონატის მესამე ტურში  "შახტიორი" გროდნოს "ნემანს" უმასპინძლებს, 8 აპრილს კი ბრესტში თასზე ადგილობრივ "დინამოს" დაუპრისპირდება.

შეგახსენებთ, ევროპაში ბელარუსის გარდა ყველა ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უფლის ძალით, ალბათ ;)
0
წარმატებები
kori
02:00 29-03-2020
0

სიახლეები პოპულარული