ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში თავი სოლიგორსკის "შახტიორის" 27 წლის ნახევარმცველმა გეგა დიასამიძემ გამოიჩინა.
ქართველების გუნდმა პირველ ტურში მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 0:1 ჟოდინოს "ტორპედო ბელაზთან" დამარცხების შემდეგ, სტუმრად 2:0 სძლია "გოროდეიას", ანგარიში კი 56-ე წუთზე დიასამიძემ გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ეს ბელარუსის პირველობაზე მისი სადებიუტო გოლია.
ამ შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა სოლიგორსკელთა შემტევი ლაშა შინდაგორიძე.
4 აპრილს, ჩემპიონატის მესამე ტურში "შახტიორი" გროდნოს "ნემანს" უმასპინძლებს, 8 აპრილს კი ბრესტში თასზე ადგილობრივ "დინამოს" დაუპრისპირდება.
შეგახსენებთ, ევროპაში ბელარუსის გარდა ყველა ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია.