საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" შემტევი გიორგი მერებაშვილი კლუბის ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "ვისლამ" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული სოციალურ ქსელში წარმოადგინა.
მერებაშვილი პლოცკში მეხუთე წელია იმყოფება და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 21 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია კლუბში, რაც კი აქამდე ლეგიონერების მიერ დაფიქსირებულა.
33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 4 გოლის და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.
გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, რომ არ ჩატარდება ეს მატჩში ივნისში და გადაიდება კიდევ ერთხელ