twenteinsite.nl-სთან "ტვენტეს" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გუნდსა და გულშემატკივართა კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
"აქ გადმოსვლა ახალი ნაცნობობა იყო ტედ ვან ლიუვენთან და გონსალო გარსიასთან. "ანორთოსისში" შევამჩნიე, რომ გარსია მწვრთნელობას აპირებდა - თავისი თამაშის ინტელიგენტური მანერით და იმით, თუ როგორ ლაპარაკობდა ფეხბურთზე.
ვიცი, "ტვენტე" დიდი კლუბია. ვიდრე ენსხედეში ჩამოვიდოდი, მისი თამაშები ქვედა დივიზიონში ვნახე და მიკვირდა, რომ მატჩებზე 30 ათასი მაყურებელი მიდიოდა. ეს გაიძულებს იგრძნო, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. "სევილიას" სიტუციას ძალიან ჰგავს. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზეწოლა იგრძნოს.
გულშემატკივართა კრიტიკული დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია. ასეთ
დიდ კლუბში მედიისგან ყოველთვის დიდი ყურადღებაა და ქომაგები ღელავენ. ეს ნორმალურია. ეს ხშირად ზეწოლას აძლიერებს. თანაც, კარგია, ვინაიდან გრძნობ, რომ ნამდვილი გულშემატკივრები არიან და მათთვის გუნდის ბედი სულერთი არ არის".
აბურჯანია ნიდერლანდების ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში
ნახეთ, რა საჯარიმო გაუტანა აბურჯანიამ "ალკმაარს" [VIDEO]
გიორგი აბურჯანია შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში "ტვენტეს" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]
"ტვენტეს" ტექნიკური დირექტორი: აბურჯანია დიდი ხანია "ტვენტეს" გულშია
ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გიორგი აბურჯანიას პოსტი სოციალურ ქსელში