"ლოკომოტივის" ექსდირექტორი: კვირკველიას "ლესტერში" გასაყიდად შესანიშნავი მომენტი იყო - სიომინი წავიდა წინააღმდეგი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა championat.com-თან ინტერვიუში საბა კვირკველიას "ლესტერში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

"შესანიშნავი მომენტი იყო. ჩვენი კლუბისადმი დიდი ინტერესი. "ლესტერი" კვირკველიაში 15 მილიონ ფუნტს გვთავაზობდა. მე არავინ დამიჭირა მხარი, თუმცა ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებით შეიძლება აღარ მოემართათ. რიბუსში საფრანგეთში 5 მილიონს გვთავაზობდნენ, ჩვენ კი ის 1.5 მილიონად შევიძინეთ.

სიომინმა თქვა: "საჩემპიონო გუნდიდან ხელს არავის ვახლებთ. ყველას კონტრაქტს ვუხანგრძლივებთ!" მე ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი, ყველა, ვინც არ ითამაშებდა, უნდა მოგვეშორებინა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ სხვაგვარად ფიქრობდა და სხვებიც
დაეთანხმნენ: "მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც იური პავლეს ძე ამბობს". მე ვუთხარი: "კარგი, მაგრამ ფულის საკითხი როგორ გადაწყდება?". მათ კი მომიგეს: "მაგას გადავწყვეტთ, რუსეთის რკინიგზის სამინისტრო დაგვეხმარება".

მოვახსენე, რომ თუ ფეხბურთელებს არ გავყიდიდით, ბიუჯეტში დეფიციტი გვექნებოდა, გაგვიჭირდებოდა. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული. შემდეგ ამბობენ, რომ ფინანსური მდგომარეობა მთლად კარგი არ არის".

გერკუსი "ლოკოს" გენერალური დირექტორი 2016-18 წლებში იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული