ბექა თოდუა "დრუჟსტევნიკში" ითამაშებს

AutoSharing Option
25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად სლოვაკურ "ვლჩანის" ღირსებას იცავს მალე ახალ გუნდში იჯარის წესით 6 თვით გადაბარგდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო პრაქტიკულად ყველა სპორტული ჩემპიონატი შეჩერებულია, გამონაკლისი არც სლოვაკეთია. "ვლჩანის" ხელმძღვანელობამ თოდუას გასხვისება "დრუჟსტევნიკში" უკვე შეათანხმა. ფეხბურთელი მას შემდეგ გადავა ახალ კლუბში, რაც ჩემპიონატი განახდლება.

ამჯამად "დრუჟსტევნიკი" სლოვაკეთის მე-5 დივიზიონში ასპარეზეობს.

თოდუა ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილია, ის "ვლჩანამდე" უკრაინულ "ბროვარის" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ ბექა "ბენფიკის" აკადემიის კურსდამთავრებულია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
დაგვცინით?! რა სლოვაკეთის მეხუთე ლიგა თქვე კაი ხალხო რეებს წერთ ხოლმე,მასალა თუ გამოგელიათ ისტორია გაიხსენეთ ეს რა ინფორმაციაა სირცხვილია ლელოა თუ სოფლის გაზეთი...
guria
15:50 04-04-2020
1
პორტალ ხომ კარგად ხართ? უკვე ვნერვიულობ
dinamo
17:50 04-04-2020
0

სიახლეები პოპულარული