ბელარუსის ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს "ქართული გუნდები" შეხვდნენ - გეგა დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის სოლიგორსკის "შახტიორი" საკუთარ მოედანზე გიორგი ქანთარიას გროდნოს "ნემანს" დაუზავდა - 0:0.
ბელარუსული მედიის ცნობით, მატჩს დაახლოებით 200 მაყურებელი დაესწრო და დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა. მასპინძლები უხიფათოდ უტევდნენ, სტუმრები კი თავს ორგანიზებულად იცავდნენ. "მეშახტეებს" შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ 90+4-ე წუთზე საჩივკომ ბურთი ძელს გაარტყა.
დიასამიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, შინდაგორიძე 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.