sportbox.ru: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" არ სჭირდება

AutoSharing Option
sportbox.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ექვსი ფეხბურთელი და მათ შორის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელებიც გამოცემის ჟურნალისტის გლებ ტომაშევსკის აზრით, თავიანთ გუნდებს არ სჭირდებათ.

"მომავალი სეზონიდან ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის ახალი წესი ამოქმედდება ფორმულით - "8+17" განაცხადში. შექმნილ ვითარებაში ეს მოვლენა შორეულად მოჩანს, რომელიც ყურადღების ღირსი არ არის, მაგრამ კლუბები ამას არ დაეთანხმებიან. მათ ლიმიტზე სერიოზულად დაფიქრება აქედანვე მართებთ. სათადარიგო სკამის უცხოელი ფეხბურთელები საჭირონი არ იქნებიან და მათი მოწვევა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახდება საჭირო. ამიტომ ბევრი ლეგიონერი, სავარაუდოდ, თავიანთ კლუბს დატოვებს.
ვისზე მიდის კონკრეტულად საუბარი:

იაკა ბიიოლი (ცსკა), სედრიკ გოგუა (ცსკა), ემილიანო რიგონი (ზენიტი), იორდან ოსორიო (ზენიტი), ბრაიან იდოვუ (ლოკომოტივი) და ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი).

ხვიჩა კვარაცხელია

"ლოკომოტივიდან" "რუბინში" იმისათვის გადავიდა, რათა სტაბილურად ეთამაშა - სწორედ ასეთი სლოგანით მოხდა მისი რკინიგზელთა გუნდიდან ყაზანში სკანდალურად წასვლა. თუმცა, არაფერი გამოვიდა, "რუბინში" ხვიჩა როტაციის ფეხბურთელი გახდა და მეტი ვერაფერი. გუნდის მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ ქართველის მდგომარეობა ძლიერ არ შეიცვალა. ის კვლავ მატჩების ნახევარს ან ოდნავ მეტს თამაშობს და შეუცვლელად აშკარად არ ითვლება. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. თუმცა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, შესაძლოა, ჯერ არ დაემშვიდობონ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩემის აზრით, ხვიჩა "ლოკომოტივში" უნდა დარჩენილიყო...
tngh
15:09 05-04-2020
0
უკვე დაიწყო - ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება თუ სასწრაფოდ არ დაიწყებენ მენტალურ ონლაინვარჯიშებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
10:42 05-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული