ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ გამოცემა "ბიზნეს ონლაინთან" თათრული კლუბის ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
- იანვარში იური სიომინი ამბობდა, რომ ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია. მან კვარაცხელია ტალანტით მარატ იზმაილოვს შეადარა. ეთანხმებით?
- ხვიჩა უდიდესი ტალანტია და თუ თვისებების ერთიანობაზე ვისაუბრებთ, მას ყველაფერი აქვს: შესანიშნავი დრიბლინგი, ორივე ფეხი, თამაშის კარგი ხედვა, დასრულების ფაზაში ბრწყინვალეა.
თუმცა ის ძალიან ახალგაზრდაა, 2001 წელს დაიბადა და ბუნებრივია, ჯერ არ უსწავლია საკუთარი ღირსებების სწორად გამოყენება. ის ხშირად მიდის არასწორ დრიბლინგზე და არასწორ გადაწყვეტილებებს
იღებს.
დადებითი თვისებების მთელი კომპლექსი აქვს, თუმცა მათ ბოლომდე რეალიზებას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ეს ასაკით არის გამოწვეული - მე მას აქტიურად ვუჭერ მხარს ყველა წამოწყებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ხშირად უკმაყოფილონი რჩებიან, თუ ის დიდი ხნით იტოვებს ბურთს.
თუმცა ტალანტის კუთხით დაგეთანხმებით, ის უნიჭიერესია", - თქვა სლუცკიმ.