ზურიკო დავითაშვილი: მსოფლიოა განსაცდელში და ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი უხერხულია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ინტერვიუ სპორტულ გაზეთ "ლელოს" მისცა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილს გთავაზობთ:

რუსეთი იყო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც ვარჯიშები და თამაშები შეაჩერეს. ამ დროს მთელ მსოფლიოში პანდემია გამოცხადებული იყო - ასეთ გარემოში ვარჯიში იოლი არ იქნებოდა...
- ამიტომაც გაჩერდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო. ყველა იმაზე ფიქრობდა, რაზეც მთელი მსოფლიო. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, რთული იყო. შენ ვალდებული ხარ, ის გააკეთო, რასაც გუნდი გავალებს. როდესაც გუნდი ვარჯიშობს, შენ სხვა გამოსავალი არ
გაქვს, მაგრამ საბოლოოდ, შეჩერდნენ და სწორიც ქნეს, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.

- ამ ყველაფერს ხელფასების შემცირება დაემატა. თქვენ რამდენი პროცენტი მოგაკლდათ?

- გუნდში ყველას 50 პროცენტი მოაკლდა, სანამ პანდემია ჩაივლის და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ.

- რუსული გამოცემების ცნობით, ქართველებმა ამით ყველაზე მეტად იზარალეთ, რადგან ხელფასებს რუბლებში იღებდით, რომლის კურსიც საგრძნობლად დაეცა...
- ეს მომენტიც იყო, მაგრამ ახლა ისეთი რამ ხდება, მთელი მსოფლიო განსაცდელშია და ამის შემდეგ ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი უხერხულია.

- ახლა ვერც ვარჯიშობთ, ვერც თამაშობთ და ელემენტარულად, ქუჩაში თავისუფლადაც ვერ გადიხარ. ფაქტობრივად, ყველანი ციხეში ჩავიკეტეთ - ასეთ ცხოვრებას როგორ შეეგუე?

- ძალიან რთული ასატანია, რადგან მოძრაობა, ვარჯიში და თამაში მენატრება. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, როგორც ტრავმის დროს მქონდა - ფეხბურთი მენატრებოდა და ერთი სული მქონდა, მოედანზე გავსულიყავი, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ახლა იმხელა პაუზა გამოგვივიდა, წარმოდგენა არ მაქვს, სეზონი როგორ დასრულდება და ახალი როდის დაიწყება, საერთოდ, რა მოხდება. არადა, მოედანზე გასვლა და ფეხბურთისგან მიღებული ემოციები მომენატრა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ხილვა Lelo.ge- შეგიძლიათ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მიკვირს ის რომ ჟურნალისტები ამდენ ყურადღებას აქცევენ ამ საშუალო ნიჭის მქონე ფეხბურთელს.
ხვიჩა
17:25 11-04-2020
1
ყველა წარმატებული ქართველი თავის ხალხისთვის ამ მძიმე დროს რაღაცას მაინც აკეთებს,გარდა ფაჩულიასი,ამ დროს ფაჩულია სხვას მოუწოდებს გაიღონ თვითონ კი ოფიციალური მილიონერია,
lado
16:33 11-04-2020
0

სიახლეები პოპულარული