შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ბელარუსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ოკტიაბრსკის "სმოლევიჩისა" და ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის სოლიგორსკის "შახტიორის" მატჩი, რომელსაც 102 მაყურებელი დაესწრო, 0:0 დასრულდა. დიასამიძე სათადარიგო იყო, შინდაგორიძემ კი მე-18 წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "მეშახტეთა" გუნდის მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა გააკეთა.

- უკვე შეიძლება ითქვას, რამდენად სერიოზულია შინდაგორიძის ტრავმა?
- უკეთეს შემთხვევაში - მენისკი, შესაძლოა, ჯვარედინი მყესი.

- იმ მომენტში მეტოქეთაგან ახლოს არავინ არ იყო...
- ეს ფეხბურთია. თქვენ ხომ ნახეთ, როგორ მიიღო ტრავმა ბაკაიმ, ანტიჩი როგორ დაიმტვრა...

ფეხბურთი
ვაჟკაცების სპორტია. სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული ტრავმები ხდება. მიუხედავად ამისა, უკეთესზე ვიფიქრებთ, იქნებ ყველაფერი კარგად დასრულდეს.

სიახლეები პოპულარული