metropolitanmagazine: ჩაკვეტაძე "რომას" სატრანსფერო სიაში დომინანტია

AutoSharing Option
იტალიურმა metropolitanmagazine-მა მომავალი სეზონისთვის "რომას" სატრანსფერო მიზნებზე გამოაქვეყნა წერილი და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ჩენგიზ უნდერის ყველაზე რეალურ შემცვლელად მიიჩნია.

"რომა" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობს. ლიგა კორონავირუსის გამო შეჩერებულია, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი მომავალზე ფიქრობს და საზაფხულო ბაზრისთვის ნიადაგს ამზადებს. "ჯალოროსი" სავალალო ფინანსურ მდგომარეობაშია, კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ბიუჯეტი უნდა შეავსოს და წესრიგში მოიყვანოს. ჩენგიზ უნდერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ვინ შეცვლის თურქს? სიაში ახლა გიორგი ჩაკვეტაძე დომინირებს.

პეტრაჩი მზადაა ახალი "რომას" მშენებლობისათვის მოთამაშეები ბელგიაში მოიძიოს.
"რომა" ევროპა ლიგაზე უკვე დაუპირისპირდა "გენტს" და 20 წლის სწრაფი და ტექნიკური ჩაკვეტაძის თამაში ნახა. ის უკვე რომაული კლუბის რადარზეა. ახალგაზრდა ქართველმა ამ სეზონში 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი ფასი კი 10-15 მილიონი ევროა. ტრანსფერზე გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თანხმობა განაცხადა".

"გენტის" სპორტულმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟიმ განაცხადა, რომ ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა ჩაკვეტაძის "რომაში" გადასვლას არ გამორიცხავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბელარუსთან 26 მარტს რატო არ გვათამაშეს. ეხლა სადღაც შემხვდა გადაიდოო და რა ხდება.
ა?
16 აპრილი 2020 11:56
19
როდის გაიღვიძე, პატივცემულო ა???
tngh
16 აპრილი 2020 16:57
1
უამინდობის გამო გადაიდო. ძაან ატალახებული ყოფილა მოედანი.
აუ ეს რა დღეშია
16 აპრილი 2020 15:52
0
ყველა გამოხმაურება
მაგას ვენაცვალე იმედია ქართველი ხალხის, ჯანმრთელად იყოს მთავარია, სადაც არის იქ იყოს ჯერჯერობით, ასე ჯობია,გადაყვანა რო დომებოდათ ვინ შეუშლიდა ვინმეს ხელს, ამიტომ არ გვინდა ეს არაფრისმომცემი ტყუილი იმედები, გაუმარჯოს ყველას, გარეთ დაშიგნით, კიდევ გაგეხარებინოთ გულშემატკივარი!!
დავითი
16 აპრილი 2020 10:34
0
გაუხარდება ყველას.
100%
16 აპრილი 2020 10:08
0
რა რომა არა მხოლოდ რეალი ან ბაიერნი,ისე ჩიხურაც განიხილება,
genti
15 აპრილი 2020 22:24
42
აქ რომ გამოხტებიან ვითომ გულშემატკივრები ვინც ჩაკვეზე კლავიატურით მზრუნველები არიან იმათზე სახალისო არაფერი არა არის,ამათი საქმე კლავიატურაა და ამ კლავიატურას შეაბერდებიან,
გენტს
16 აპრილი 2020 03:15
1
ჩვენი ჟურნალისტების მოგონილი კი არაა, დღეს მართლა დაიწერა რამდენიმე იტალიურ გამოცემაში. https://metropolitanmagazine.it/chakvetadze-roma-urzi-under/
გოჩა
15 აპრილი 2020 22:15
1
ძალიან მინდა დავიჯერო მაგრამ...
L.J.
15 აპრილი 2020 21:52
1
რაის 10-15 მილიონი 1 მილიონიც კი ძნელი გამოსანახი იქნება ისეთ კრიზიშში არიან და კიდე მოუწევთ მინიმუმ თვე ან სად თქვა ფონსეკამ თანხმობა მერე რა რო ქართველია ყველას გვინდა ტოპ კლუბში თუმცა რეიტინგის ასამაღლებლად სტატიები ძალიან ადვილი გასაშიფრია ტრანსფერი კი არა როგორ გადარჩნენ იმას ფიქრობენ მითუმეტეს ამდენი თვის უთამაშებლის ყიდვას არავინ გარისკავს
ნოდო
15 აპრილი 2020 21:47
4

სიახლეები პოპულარული