metropolitanmagazine: ჩაკვეტაძე "რომას" სატრანსფერო სიაში დომინანტია

AutoSharing Option
იტალიურმა metropolitanmagazine-მა მომავალი სეზონისთვის "რომას" სატრანსფერო მიზნებზე გამოაქვეყნა წერილი და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ჩენგიზ უნდერის ყველაზე რეალურ შემცვლელად მიიჩნია.

"რომა" მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობს. ლიგა კორონავირუსის გამო შეჩერებულია, მაგრამ კლუბის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი მომავალზე ფიქრობს და საზაფხულო ბაზრისთვის ნიადაგს ამზადებს. "ჯალოროსი" სავალალო ფინანსურ მდგომარეობაშია, კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ბიუჯეტი უნდა შეავსოს და წესრიგში მოიყვანოს. ჩენგიზ უნდერი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ვინ შეცვლის თურქს? სიაში ახლა გიორგი ჩაკვეტაძე დომინირებს.

პეტრაჩი მზადაა ახალი "რომას" მშენებლობისათვის მოთამაშეები ბელგიაში მოიძიოს.
"რომა" ევროპა ლიგაზე უკვე დაუპირისპირდა "გენტს" და 20 წლის სწრაფი და ტექნიკური ჩაკვეტაძის თამაში ნახა. ის უკვე რომაული კლუბის რადარზეა. ახალგაზრდა ქართველმა ამ სეზონში 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი ფასი კი 10-15 მილიონი ევროა. ტრანსფერზე გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თანხმობა განაცხადა".

"გენტის" სპორტულმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟიმ განაცხადა, რომ ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა ჩაკვეტაძის "რომაში" გადასვლას არ გამორიცხავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენი ჟურნალისტების მოგონილი კი არაა, დღეს მართლა დაიწერა რამდენიმე იტალიურ გამოცემაში. https://metropolitanmagazine.it/chakvetadze-roma-urzi-under/
გოჩა
22:15 15-04-2020
1
რაის 10-15 მილიონი 1 მილიონიც კი ძნელი გამოსანახი იქნება ისეთ კრიზიშში არიან და კიდე მოუწევთ მინიმუმ თვე ან სად თქვა ფონსეკამ თანხმობა მერე რა რო ქართველია ყველას გვინდა ტოპ კლუბში თუმცა რეიტინგის ასამაღლებლად სტატიები ძალიან ადვილი გასაშიფრია ტრანსფერი კი არა როგორ გადარჩნენ იმას ფიქრობენ მითუმეტეს ამდენი თვის უთამაშებლის ყიდვას არავინ გარისკავს
ნოდო
21:47 15-04-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული