შოთა არველაძემ ფრანგულ გამოცემასთან ჩაკვეტაძე შეაქო - მას არ უკვირს, რომ "ბორდო" ეპატიჟება

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფრანგულ Leerosportnews-ს ინტერვიუ მისცა და გამოცემის ჟურნალისტის მიერ "ბორდოთი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესებაზე დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

- "ბორდო" ორ ფეხბურთელს აკვირდება - უზბეკ შომორუდოვსა და გიორგი ჩაკვეტაძეს. მათზე რას ფიქრობთ?
- ელდორს კარგად ვიცნობ, ეფექტური ბომბარდირია, რომელიც ჩემის აზრით, უფრო ჰოლანდიის ან ინგლისის ჩემპიონატს შეეფერება.

გიორგის შესანიშნავი ტექნიკა აქვს, თუმცა ამ სეზონში ცოტას თამაშობდა. გასულ წელს კინაღამ დიდ გუნდში გადავიდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არ მიკვირს, რომ "ბორდო" ეპატიჟება, რადგან მას თამაშის ხედვა აქვს, რაც მაღალი კლასის
ფეხბურთელისთვის საჭიროა. როდესაც ფეხბურთელი მოედანზე განსხვავებას ქმნის, აუცილებლად ყველაზე მაღალი დონისკენ მიისწრაფის, "ბორდო" კი ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რეალურად რომ შევაფასოდ მოვლენები გიორგის ბელგიური კარიერა ვერ შედგა იმ დონეზე რასაც ყველა ველოდით 3 წლის მანძილზე მან ვერ შეძლო გამხდარიყო ძირითადის ფეხბურთელი გუნდის ლიდერი იყო ტრანვები მაგრამ დღეს ის არის სათადარიგო ფეხბურთელი ბელგია ცუდად აქვს დაცდილი ბევრ ქართველს ყველამ ვიცით ეს ფეხბურთელები იგივე გენტის მეორე გუნდში იყო ტაბიძე რომელიც არ დაფასეს გადავიდა რუსეთში და პრემიერ ლიგის სტაბილური მცველია და უფას დაცვლის ლიდერი რათქმაუნდა ევროპა კარგია ბელგის ჩემპიონატი კარგია მაგრამ ჯობია წავიდეს ისეთ კლუბში სადაც ექნება მუდმივი სათამაშო დრო და ტრაპზონი არ არის ხელწამოსაკრავი კლუბი პირველ ადგილზეა ჩემპიონატში აქვს ლიგაზე გასვლის შანსი იგივე ფინანსებითაც ინფრასტრუქტურითაც და ფანკლუბებითაც თურქეთი მეტი თუ არა ბელგიაზე ნაკრები ნამდვილად არ არის და ახალგაზრდა ფეცუბრთელისთვის მთავარია მუდმივი სათამაშო დრო.
Giorgi
16:44 01-05-2020
0
LIGA 1 ძალიან უხეში ჩემპიონატია ეს ლოგიკურიცარის იქ ხომ ძირითადად აფიკელები თამაშობენ შავკანიანები დიდი მასით და ძლიერი მუხლით ერთმანეთს არ ინდობენ არამგონია ამ ეტაპზე LIGA 1 რო გაწყობდეს (რათქმაუნდა ეგ შენი გადასაწყვეტია) გიო მე იტალიას გირჩევდი წარმატებები ძმაო))
gio gio
11:58 26-04-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული