ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
შენგელიაც და არველაძეც ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ნათელია, რომ კომენტარების ავტორებს არც მეტრეველის თამაში უნახავთ და არც მესხის.
თენგო
03 იანვარი 2022 12:37
0
ღმერთმა აცხონოს რამაზ შენგელია, მაგრამ ყიფიანის დარასელიას გუცაევის თამააშის ბოლო ფაზა იყო და ის რაც ევალებოდა ხუთიანზე იცოდა! ძალიან საშიში ფორვარდი იყო იმ გუნდში! არველაძე კი სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, გენიალური ყველა კომპონენტში!
SILVERMARCS
03 იანვარი 2022 18:31
3
100%
....
03 იანვარი 2022 23:41
0
ახალ წელს გილოცავთ! )
100%
03 იანვარი 2022 12:28
0
მაგარი უვიცი უნდა იყო რომ არველაძე ამჯობინო შენგელიას. ეხლა ვისაც რამაზის თამაშები არ გინახავთ ბოდიში. შენგელია და ბლოხინი. მერე შევჩენკო.
დავით 67
14 მაისი 2020 21:54
9
დავით 67 ხალხმა გადაწყვიტოს,თუ ვინ არის მე და თქვენს შორის უვიცი. დალოცვილო,ვინ მოგცათ უფლება შეურაცყობას რომ მაყენებ? ან რატომ ხართ თავზე დიდი წარმოდგენის,რომ თქვენი ნააზრევი აუცილებლად სწორი გგონიათ?
.... 64
23 მაისი 2020 06:25
3
არველაძის პირად ფანებს შევახსენებ რომ ლაუდრუპისა და ლიტმანენის გარეშე პრიმერაში გაიტანა 0 გოლი!
ეს იმიტომ დავწერე რომ იმსახურებთ შენგელიას შეურაცხყოფის გამო!

შოთა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის საუკეთესო თავდამსხმელი ყოველ მიზეზს გარეშე (ხოდა ნუ გვიკვირს ვეტაფერს რომ ვერ ვაღწევთ).

შოთას შეეძლო მართლაც ერის ფეხბურთელი გამხდარიყო მაგრამ არ ქნა და თუ რატომ მოიქცა ასე მარტო მაგას თუ ეცოდინება. ნაკრებშიც ისე რომ ეთამაშა როგორც აიაქსში უფრო დიდ სახელს დატოვებდა როგორც ევროპაში ასევე მსოფლიოშიც.
ზვიადი
03 იანვარი 2022 17:24
4
შოთამ ლევანტეში სულ ორი სამი თამაში ჩაატარა ისიც შეცვლაზე რა ნოლ გოლზე საუბრობ?შოთას ტრამვების გამო ორი სამი წელი გაუცდა ჯამში.მაგრამ სხვებივით ყურები არ ჩამოუყრია და შედგა როგორც ფეხბურთელი.ამაზეა საუბარი თორემ შენგელიას რატომ უნდა შეადარო სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები იყვნენ
Master
03 იანვარი 2022 18:02
2
მე ქართული ფეხბურთის ფანი ვარ! შენ კი ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!
....
03 იანვარი 2022 19:11
3
შესწორება-შოთა არველაძეს 2006/2007 წლებში მისი 33,34 წლის ასაკში ცოტა დააკლდა აზ ალკმართან ერთად,რომ ჰოლანდიის ჩემპიონი გამხდარიყო.
....
08 მაისი 2020 01:28
0
zaza,მოდი პირდაპრ გეტყვი-შენი აქ მოწოდებული ნააზრეევი თემისგან შორსაა.აქ ლაპარკია შოთა არველაძის ფენომენზე,რაც მან გამოავლინა ევროპის მრავალ გუნდში,საერთოდ საუბარი არაა 1990-იანი წლების ქართული ფეხბურთის დონეზე!!! გაიგე?
....
08 მაისი 2020 14:01
0
კი, კი, თამაშობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები რომელიმე დიდ ტურნირზე გაიყვანეს?
ისიდორე
30 აპრილი 2020 00:09
22
თქვენ რამდენი წლის ხართ? გახსოვთ ის დრო რა ხდებოდა საქართველოში? რო გაეყვანათ უფრო გასაკვირი იქნებოდა, ბევრი დეტალია რომელსაც ბიჭები არ ყვებიან და არ აბაზრებენ, საკმაოდ ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს იმას რო ვერ გავიდნენ
დათი
30 აპრილი 2020 09:40
4
მთავარი ისაა, რომ ნორმალური მწვრთნელი არ ყავდათ სტაბილურად. როცა მწვრთნელების ჩამოყვანა დაიწყეს გრძელვადიანად უკვე ფეხბურთელები აღარ იყვნენ.
ჯონდო
30 აპრილი 2020 13:45
5
ყველაზე დიდი ქართველი ფორვარდი იყო რამაზ შენგელია!!!
არველაძეს ჰყავდა ლაუდრუპი, ლიტმანენი და ა. შ. გაცილებით მეტი მაღალი დონის ვარსკვლავი ვიდრე შენგელიას. მაგრამ არველაძეს არასოდეს გაუტანია იმდენი და იმ ხარისხის გუნდების წინააღმდეგ გოლები რაც შენგელიას!!!
ზურა
03 იანვარი 2022 17:26
11
1982 წლიდან 1989 წლამდე, დავით ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ რამაზ შენგელიას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია დინამოში!!! საჭიოთა კავშირის ნაკრებშიც კი არ იწვევდნენ!!! ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!!
....
03 იანვარი 2022 19:01
5
მაპატიეთ ბატონო zaza,მაგრამ თქვენი კომენტარიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,ერთის მხრივ თითქოს შოთა არველაძის მიმართ პირადი ინტერესი გქონდეთ და განზრახ არ გინდათ ისაუბროთ ამ ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშზე.მეორე მხრივ საფიქრებელია-ქართული ფეხბურთის ცოდნით ვერ გამოირჩევით.როგორ შეიძლება ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა არ იცოდეს,რომ შოთა არველაძე ჰოლანდიის აიაქსის შემადგენლობაში თამაშისას საუკეთესო თვდასხმელი იყო,შესანიშნავი იყო მის მიერ პსვ ეინდხოვენის კარში გატანილი გოლები. ასევე მეტად შესანიშნავი იყო გლაზგო რეინჯერსის შემადგენლობაში თამაშისას მის მიერ სელტიკის კარში გატანილი უაუაღრესად მნიშნელოვანი გოლები.როგორ შეიძლება არ გახსოვდეთ შოთა არველაძის აიაქსის შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო მატჩში სელტიკის კარში გატანილი გოლი,რამაც განაპირობა მისი გლაზგო რეინჯერსში გადასვლა.როგორ შეიძლება არ იცოდეთ,რომ შოთა არველაძე შოტლანდიის ტოპ კლუბის გალზგო რეიჯერსის შემადგენლობაში გახდა გუნდის ლიდერი თავდასხმელთა შორის! როგორ შეიძლება არ გახსოვდეთ 2003 წლის 27 აგვისტოს კოპენჰაგენი-გლაზგო რეინჯერსი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდის მატჩში,თამაშის 87 წუთზე შოთა არველაძის შესანიშნავმა საჭირო გოლმა როგორ გაიყვანა შოტლანდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მრავალი სხვა!
....
02 მაისი 2020 04:30
2
ეგ თქვენი სუბიექტური მოსაზრებაა ესეიგი არველაძე გერდ მიულერსაც ჯობდა.მაგ მოსაზრებით და იგვე ინძაგის . მოტყუებაც იცოდა და გოლის ალღოც მაგარი ქონდა ეტყობა არ გაქვს მისი თამაშები ნახული სრულყოფილად ქუთაისელი ვარ და ყველა მისი თამაში მაქვს ნახული რასაც აქ აკეთებდა იმას აკეთებდა დინამოშიც ბუნებრივი ნიჭი ქონდა და შრომაც არ ეზარებოდა მიტომაც გახდა ოცი წლის ასაკში საუკეთესო.
zaza
01 მაისი 2020 15:27
2
მეც ქუთაისელი ვარ.აკი ვახსენე კარგად მახსოვს ქუთიასის ტორპედოდან შენგელიას თამაში მეთქი.1973 წლიდან ტორპედოს აბსოლიტურად ყველა თამაშს ვესწრებოდი ჟორა,გიორგი აბზიანიძის(მედოლეს),ჯემალი ხერხაძის,შემდგომში მურთაზ ხურცილავასა და სხვათა მრავალის მონაწილეობით.რა გასაკვირია,რომ მქონდეს ნანახი რამაზ შენგელიას,თენგიზ სულაქველიძის,ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავასა და ზაურ სვანაძის თამაშიც.დავსწრებივარ ასევე თბილისის დინამოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან თამაშს რამაზ შენგელიას უშუალო მონაწილეობით-დაწყებული ლივერპულიდან დამთავრებული ფეიენორდით.ზუსტად დინამოს დიდების წლებში,რამაზ შენგელიას დიდად არ აფასბდნენ უცხოელი სპეციალისტები-დავით ყიფიანთან და ვლადიმერ გუცაევთან შედარებით.
....
01 მაისი 2020 16:13
2
ინძაგის შეიძლება ჯობდა კიდეც, ინძაგი არაფერი განსაკუთრებული აქ სახსენებელი არაა
inzaghi?
26 ივნისი 2020 15:46
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული