ბრაზილიელი ნახევარმცველი: მეგონა, ჯანო დიდი ფეხბურთელი გახდებოდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" ყოფილმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა იბსონმა ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

"ჯანოსგან ბევრს ველოდი. როდესაც "სპარტაკში" ვიყავი, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, ბურთით რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ძალიან ტექნიკური იყო. მეგონა, რუსულ ფეხბურთში დიდი მოთამაშე გახდებოდა.

აი, ფეხბურთი რატომაა ასეთი საინტერესო. დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ხანდახან ვერ ავლენს თავის პოტენციალს, ხოლო რომლისგანაც არაფერს არ მოელიან, ახლებურად იხსნება და ყველასთვის მოულოდნელად წარმოჩინდება", - ციტირებს იბსონს "ინსტაგრამზე" ჟურნალისტი ფაბიო ალეიშო.

იბსონი "სტარტაკში" 2009-2011 წლებში თამაშობდა, შემდეგ "სანტოსის", "ფლამენგოს", "კორინთიანსის", "ბოლონიას", "რესიფისა" და "მინესოტას" ღირსებას იცავდა, ახლა
კი სამშობლოში "ტომბენსეში" ასპარეზობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰჰჰ, ჩვენც ეგრე გვეგონა!...
buba
02 მაისი 2020 12:39
0
ტრამვები კიდე წაგვართმევს ტალანტებს და ვერაფერს ვშვებით
შოკირებული გულშემატკივარი
02 მაისი 2020 11:24
3
რომელ ტალანტზე საუბრობ ერთI :)))) ტრავმების აკიდების?
Antonio
02 მაისი 2020 17:07
3
რაის დიდი ფეხბურთელი ქარმა არ წაიღოს მეშინია ხოლმე :))))))))))))))
!!!!!!!
01 მაისი 2020 23:20
20
ჩვენთანც ბევრს ეგონა, მაგრამ სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი დონის აღმოჩნდა,მთავარი პრობლემა ხშირი ტრავმიანობაა
irakli
01 მაისი 2020 22:00
4

სიახლეები პოპულარული