ნიდერლანდური მედია ჩაკვეტაძეს "აიაქსში" ზიეშის შემცვლელად განიხილავს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში "ჩელსიში" გადადის და ამსტერდამული კლუბი მის შემცველელს ეძებს. ნიდერლანდურმა პორტალმა voetbalzone-მ მის პოტენციურ შემცვლელთა სია გამოაქვეყნა: ალექს ბერენგერი (ტორინო), რომანო შმიდი (ვოლფსბერგერი), ებერიჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიკ ბლასი (ნანტი), კელვინ სტენგსი (ალკმაარი), პედრინიო (კორინთიანსი) და გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი).

აი, როგორ ახასიათებს საიტი ჩაკვეტაძეს:

"გენტთან" კონტრაქტი: 2023 წლამდე
სატრანსფერო ღირებულება: 6.7 მილიონი ევრო
მისი თამაშის გავლენა გუნდის შედეგზე: 62.5
პოტენციალი: 92.7
ზიეშთან მსგავსება: 92%

"გენტმა" ჩაკვეტაძის წაყვანა თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ მოახერხა. მაშინ რიგ კლუბებს დაასწრო. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტრანსფერის შემდეგ
მალე გაიგო, რომ მისი სამსახურით "ლივერპული", "ჰოფენჰაიმი" და "ბაიერი" იყვნენ დაინტერესებული. 20 წლის ასაკში გიორგის ჯერ კიდევ აქვს პროგრესირების საკმაო შესაძლებლობა. ვიდრე ტრავმას მიიღებდა, გოლებითა და საგოლე გადაცემებით გუნდის ლიდერი იყო.

ამ სეზონში ტრავმის გამო მისი წვლილი "გენტის" შედეგებში შეზღუდულია, თუმცა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. "ტრაბზონსპორი" სერიოზულადაა ქართველით დაინტერესებული და აგრეთვე "რომა". "გენტს" ძალიან ეშინია, რომ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძის დატოვებას შეეცდება, ამან კი შეიძლება მოლაპრაკება პრობლემური გახადოს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ჩემი აზრით ამ ეტაპზე ჯობია 1 წლით ისევ გენტში დარჩეს , ძირითადს დაუბტუნდეს (90წთ) შეაგდოს გოლები და დაარიგოს საგოლე პასები, შემდეგ გამოჩნდება ისეთ ვატიანტი რომელზეც ამდენს ვოცნებობთ გულშემატკივრები.. იქნებ ლიგაზეც გავიდეს ამასობაში გენტი რაც ნაკლებ სავარაუდოა თუმცა იდეაში შესაძლებელი... გიოს ამ ეტაპზე პირველ რიგში სათამაშო პრაქტიკა ჭირდება თუნდაც ბელგიის ჩემპიონატში, არ ვიცი რატომ მაგრამ ვფიქრობ რომ თურქეთს ვერ შეეგუება და გაუჭირდება მანდ... წარმატებები გიოს! ❤
მევარმე
14:20 03-05-2020
0
ბარსელონას უნდა მესის შემცვლელათ რეებს იგინებთ სირცხვილია !!
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული